სიახლე

"ერთი კა­ბის, ერთი კერ­ძის, ერთი სა­თა­მა­შოს სა­ნაც­ვლოდ..." - ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება

ნი­კო­ლოზ ჭი­ჭი­კოშ­ვილს, რო­მე­ლიც ერთ დროს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თი გა­იც­ნო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­თია ზუხ­ბა­ია ავ­რცე­ლებს:
"ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე და ჩემს გუნდს მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მიგ­ვი­ღია, ხან გვა­ქებ­დნენ ხან გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ ხან გვთხოვ­დნენ და ხა­ნაც მოგვ­თხოვ­დნენ..

სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ბევ­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან დახ­მა­რე­ბას ელი­ან, ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე შე­ვი­ტა­ნეთ.. ბევ­რმა დაგ­ვი­ჯე­რა, რომ ბევ­რი რამ ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, ბევ­რს ალ­ბათ იმე­დიც გა­ვუც­რუ­ეთ, ბევ­რი
ბედ­ნი­ე­რი გავ­ხა­დეთ, ბევრთან ვე­რა­ფერს გავ­ხდით...

როცა საქ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა იქ ალ­ბათ კი­თხვე­ბი ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლოა, ადა­მი­ა­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა, სქე­სი და ის­ტო­რია, რომ­ლის მიღ­მაც ისი­ნი დგა­ნან! მაგ­რამ ალ­ბათ არის რა­ღაც რაც ყვე­ლა ადა­მი­ან­ში სხვა ემო­ცი­ას აღ­ძრავს.

ეს პა­ტა­რა ბიჭი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ანი­მა­ცი­ის გმირს რომ გვა­გო­ნებს, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის რეს­პო­დენ­ტი. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­მას მო­ყავ­და, მამა მხო­ლოდ გვე­სალ­მე­ბო­და, ნი­კო­ლოზს სი­მორ­ცხვის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და,მერე მად­ლო­ბას გვიხ­დი­და, ამ­ბობ­და რომ ნი­კო­ლოზს სა­კუ­თა­რი თა­ვის ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ნახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებ­და, მერე გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და და პა­ტა­რა ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად მი­დი­ო­და.



ახ­ლა­ხანს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვარ­კვი­ეთ,
რომ ნი­კო­ლოზს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თურ­მე მა­ში­ნაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და როცა ჩვე­ნი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი იყო, მა­შინ როცა ყვე­ლას გვი­ღი­მო­და და გვე­ხუ­ტე­ბო­და. მა­მას შე­ეძ­ლო ამ თე­მა­ზე გაგ­ვსა­უბ­რე­ბო­და, მაგ­რამ არც ერთხელ მი­ვუ­ნიშ­ნე­ბი­ვართ, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ცდი­ლობ­და შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას..

აღ­მოჩ­ნდა, რომ ნი­კო­ლოზს თირკმე­ლი თა­ვის დრო­ზე სა­კუ­თარ­მა ბე­ბი­ამ და­უთ­მო, მერე ცუდი ექი­მე­ბი, ჩა­ე­რივ­ნენ, და მისი გახ­ვრე­ტა მო­ა­ხერ­ხეს. რამ­დე­ნი­მე თვეა ნი­კო­ლო­ზი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მო­რი­დე­ბულ მა­მა­მის დი­ლით ვე­ლა­პა­რა­კე, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ მო­ვი­კი­თხე მი­თხრა, დღეს გა­წე­რე­ნო, მი­ვუ­ლო­ცე ე.ი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის თქო, რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი დუ­მი­ლის მერე გა­მიმ­ხი­ლა, არა ექიმს სთხო­ვა სახ­ლში გა­მიშ­ვი ნაძ­ვის ხის აწყო­ბა მინ­დაო, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ექიმ­მა უარი უთხრა, ნი­კო­ლოზს ბევ­რი უტი­რია, ექი­მე­ბიც ბავ­შვთან ერ­თად ტი­როდ­ნენ.. ნი­კო­ლოზ­მა დღეს გა­ი­მარ­ჯვა, ექი­მი და­ი­ყო­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სახ­ლში გა­მო­უშ­ვეს, ნაძ­ვის ხის აწყო­ბა მა­ნამ უნდა მო­ას­წროს სა­ნამ მისი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დონე და­ე­ცე­მა და ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ას და­კარ­გავს ..იქ­ნებ წვე­უ­ლე­ბა­ზე შარ­შან­დე­ლი კა­ბაც გა­მოგ­ვად­გეს? იქ­ნებ ჩვენს ჯან­მრთელ შვი­ლებს, ძვე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი გად­მო­ვუ­ლა­გოთ და ვუ­თხრათ, რომ თუ ახალ­ზე უარს იტყვი­ან, ნი­კო­ლო­ზის სი­ცო­ცხლეს გა­ა­ხანგძლი­ვე­ბენ!

იქ­ნებ ერთი თა­ვით ნაკ­ლე­ბი კერ­ძი იყოს ჩვენს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე?

იქ­ნებ ნი­კო­ლოზ­საც ჰქო­ნო­და ჯან­მრთე­ლი თირკმე­ლი? იქ­ნებ, ნი­კო­ლო­ზიც და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო მდი­დარ ოჯახ­ში, მაგ­რამ რა ქნას ნი­კო­ლოზ­მა თუ არ გა­უ­მარ­თლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მე­ო­რე?! იქ­ნებ ჰქონ­დეს ნი­კო­ლოზს ჩვე­ნი იმე­დი?! ხომ შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს?! ერთი კა­ბის, ერთი კერ­ძის, ერთი სა­თა­მა­შოს სა­ნაც­ვლოდ...

იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ.. იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ ამა­ზე!

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE06BG0000000791931400 მიმ­ღე­ბი ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი".

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93