სიახლე

ზაზა ფაჩულიას ოჯახური იდილია ამერიკაში - კალათბურთელის მეუღლე საახალწლო ფოტოსესიას აქვეყნებს

ზაზა ფაჩულიას ოჯახური იდილია ამერიკაში - კალათბურთელის მეუღლე საახალწლო ფოტოსესიას აქვეყნებს
NBA-ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის ზაზა ფა­ჩუ­ლი­ა­ს მე­უღ­ლე თიკა ალა­ვი­ძე "ინ­სტაგ­რამ­ზე" ოჯა­ხის სა­ა­ხალ­წლო ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. წყვი­ლი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ოთხი შვი­ლი - დათა, საბა, მა­რი­ა­მი და ნუცა ჰყავს. ბი­ჭე­ბი მა­მის კვალს მიჰ­ყვე­ბი­ან და კა­ლათ­ბურთს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე თა­მა­შო­ბენ. ისი­ნი მა­მას ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჰგვა­ნან.
ულა­მა­ზეს­მა წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 10 წლის წინ გა­იც­ნო. მათ გაც­ნო­ბას თიკა ალა­ვი­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებს:

"მა­შინ ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ვცეკ­ვავ­დი. მახ­სოვს, მცხე­თა­ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი და იქ მო­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გვყავ­და სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ზა­ზას
ჩემი გაც­ნო­ბა უნ­დო­და და კუ­ლი­სებ­ში შე­მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ მა­შინ მოხ­და ჩემი და ზა­ზას პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

ერთი წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ზა­ზას ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და. ერთ დღე­საც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან აშშ-ში, და­უ­რე­კა მა­მა­ჩემ­საც და ასე, სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, რად­გან ჩემ­თვი­საც და ზა­ზას­თვი­საც ეს მან­ძი­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ჩა­ვე­დი ამე­რი­კა­ში და იქ მო­ვა­წე­რეთ ხელი", - იხ­სე­ნებს თიკა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დაათვალიერეთ ფოტოები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31