ყველასთვის საყვარელი და დასაფასებელი მსახიობის კახი კავსაძის შვილიშვილი უკვე დიდი ხანია რაც ვაშინგტონში ცხოვრობს და პროფესიით მსახიობია.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-8 სეზონმა ირინკა ქართველ მაყურებელს უკეთ გააცნო. ფაქტია, რომ მსახიობის როგორც ქორეოგრაფიულმა, ისე გარეგნულმა მონაცემებმა არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა.
თუ ძველ ფოტოებს დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ სილამაზე და ხიბლი არც თავიდან აკლდა.
მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ პატარაობიდან დღემდე ყველაზე მეტად სწორედ ბაბუა უყვარს.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და 13.3k გამომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ხშირად აქვეყნებს ძველ ფოტოებს ოჯახური ალბომიდან. ეს ის ბავშვობის ფოტოა, რომელსაც ირინკამ შემდეგი სიტყვები დაურთო: „დიდი კახი და პატარა კახი“.
გულშემატკივრები მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ და მხარს უჭერენ, რომ პროექტში გამარჯვება მოიპოვოს.
ირინკა კავსაძეს თავისუფალი სტილის სამოსიც მოსწონს და კლასიკურიც, თუმცა ბოლო დროს უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს.