სიახლე

მივიწყებული საახალწლო ტრადიციები, რომლებსაც ხვავი და ბარაქა მოჰქონდათ - რა წესებით უნდა შევხვდეთ 2019 წელს

მივიწყებული საახალწლო ტრადიციები, რომლებსაც ხვავი და ბარაქა მოჰქონდათ - რა წესებით უნდა შევხვდეთ 2019 წელს
ახალი 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დადგა. ასტროლოგ ხათუნა ნოელის და ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი არა 1 იანვარს, არამედ 5 თებერვალს დგება. ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდის მანძილზე ძაღლი (2018 წელი ძაღლის წელია) არ გავაბრაზოთ.
როგორ და როდის დავხვდეთ ახალ წელს, ვისთვის იქნება განსაკუთრებით ცუდი 2019 ღორის წელი, ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი გევსაუბრება.

- ღორის წელიწადი ჩინური კალენდრის მიხედვით 5 თებერვალს იწყება. შესაბამისად, არანაირი აზრი არ აქვს, მას ერთი თვით ადრე შევხვდეთ. ჩინური კალენდრის
მიხედვით, ახალი წელი 1 იანვარს არ მოდის. მოძრავი დღესასწაულია და 1 იანვარს არასდროს დამდგარა, მაგალითად შარშან ნამდვილი ძაღლის წელი 16 თებერვალს დადგა. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ თვეზე მეტი დრო გვაქვს 5 თებერვლამდე ძაღლთან გასატარებელი და ის არ უნდა გავანაწყენოთ. წელს 5 თებერვალს ავღნიშნავ მე პირადად ნამდვილ ახალ წელს და საზოგადოებას ვურჩევ, ამ დღეს ღორის პატარა სათამაშო ჰქონდეს სახლში, ასე შეეგებოს მის მობრძანებას.

- 31 დეკემბერს როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
- დროთა განმავლობაში ახალ წელთან შეხვედრამ სახე იცვალა. ადრე სულ სხვანაირად ხვდებოდნენ საქართველოში ახალ წელს და კარგი იქნება, ის ტრადიციები თუ შენარჩუნდება, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. სახლის კუთხეებში უნდა დავყაროთ ხორბალი, რაც სიუხვეს მოგვიტანს იმ წელიწადს, ასევე თეფშზე უნდა დავყაროთ ბევრი ხურდა ფული, შესაძლებელია თეფშის ქვეშაც დავდოთ რკინის ფული. სუფრას რაც შეეხება, მრგვალი ფორმის ცომეული უნდა მოვამზადოთ. როგორც ადრე ამზადებდნენ დიასახლისები, სულერთია ეს ღვეზელი იქნება თუ ხაჭაპური, ცომეულს შიგნიდან უნდა ეტყობოდეს დიახლისის ხელის გულის ანაბეჭდი. ასევე სუფრაზე უნდა იდოს გოზინაყი და სახლში უნდა გვქონდეს ჩიჩილაკი, რომელიც კანფეტებით უნდა მოვრთოთ. ადრე ასე ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოში და წამდათ, რომ ამ წესების დაცვა მოუტანდათ სიუხვეს და ჯანმრთელობას მთელი წლის მანძილზე, თუ გავიხსენებთ, ბევრად უფრო კარგად იყო მაშინ ყველაფერი და ეს ტრადიცია არ უნდა დაირღვეს. არ არის აუცილებელი ყველაფრის უცხოეთიდან გადმოტანა. წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93