ქართველი სელებრითების ძველი წლის შემაჯამებელი პოსტებიდან ერთ-ერთი გამოჩეული სწორედ ანუკი არეშიძის პოსტია.
მან „ინსტაგრამზე“ თოვლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ანუკის ბრჭყვიალა, ტანზე მომდგარი კაბა საოცრად მოუხდა, რაც კომენტარებშიც ბევრმა ადამიანმა აღნიშნა. აი რას წერს ანუკი : „მე უკვე ოთხი შვილის დედა ვარ. საოცარი წელი მქონდა, დავკარგე და შევიძინე უამრავი ადამიანი. განსაკუთრებული საჩუქარი 2018 წლის, ჩემი მეოთხე ბიჭი ნიკოლასია, რომელმაც საოცრად გამზარდა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება.
დიდი მადლობა თქვენ, რომ ყოველ დღეს მილამაზებთ,უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მჩუქნით ამხელა სიყვარულის, რომელიც შეუფასებელი! გილოცავთ ახალ 2019 წელს! გისურვებთ ძალიან ლამაზ, ფერად და სიკეთით აღსავსე ახალ წელს!“.
ანუკის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ საახალწლო ფოტოებზე ბევრ პოზიტიურ კომენტარს შეხვდებით. მისი გულშემატკივრები აღფრთოვანებული არიან იმით, რომ 4 შვილის დედა ასეთ ფორმაშია.