თამო ვაშალომიძემ საახალწლო თემატიკის ფოტოების გამოქვეყნება ახალ წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო და ჩანდა, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა.
მოდელი ახალი წლის დადგომას შვილთან ერთად შეხვდა და ვიდეოც გამოაქვეყნა. თამოს ვერცხლისფერი ბრჭყვიალა, გრძელი კაბა ეცვა.
ამის შემდეგ მან კაბა გამოიცვალა და სასტუმრო ბილტმორში გადაინაცვლა. ამჯერადაც ვერცხლისფერ, თუმცა უფრო კაშკაშა კაბაში გამოეწყო, რომელსაც ბრჭყვიალა ჩექმები შეუხამა.
თამომ ახალი წლის ღამე მეგობრულ გარემოში გაატარა სასმლის და კლუბური მუსიკის თანხლებით. მისი გამომწერები კომპლიმენტებს არ იშურებენ და ორივე ჩაცმულობა დადებითად შეაფასეს.