მაგნიტოგორსკში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი - 11 თვის ვანია ფოკინი ამოიყვანეს.
ბავშვის ტირილი მაშველების ძაღლებმა გაიგონეს და ნანგრევებთან მიირბინეს. ბავშვი თბილმა საბანმა გადაარჩინა, რომელშიც ის იყო გახვეული. ბავშვი თავის საწოლში იწვა.
ამჟამად, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები მის მდგომარეობას "უკიდურესად მძიმედ" აფასებენ. მას მოყინული აქვს კიდურები და ქალა-ტვინის დახურული ტრავმაც აღენიშნება.
ვანიას მამა — ევგენი ფოკინი — აფეთქების მომენტში სამსახურში იმყოფებოდა. მისი ცოლი და უფროსი ვაჟი მაშველებმა მალევე გამოიყვანეს.
ევგენი თვითონაც მონაწილეობდა ვანიას ძებნის პროცესში.
წყარო: goodhouse.ru