სიახლე

გოგონამ წყლის ბოთლებით ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა - "ოქროს გლობუსის" საუკეთესო კაბები და კურიოზები

გოგონამ წყლის ბოთლებით ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა - "ოქროს გლობუსის" საუკეთესო კაბები და კურიოზები
პრეს­ტი­ჟულ კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბებს არა მხო­ლოდ ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, არა­მედ - მო­დის ექ­სპერ­ტე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ხოლ­მე. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­საც შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.
თუმ­ცა ამ­ჯე­რად, „ოქ­როს გლო­ბუ­სის“ და­ჯილ­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ დას­რულ­და, „ტვი­ტე­რი­სა“ და „ფე­ის­ბუ­ქის­თვის“ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზით ჩა­ი­ა­რა - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვარ­სკვლა­ვებ­ზე მე­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე წყლის ბოთ­ლე­ბით იდგა.



კე­ლეტ კატ­ბერ­ტი „ოქ­როს გლო­ბუ­სის“ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე „ფიჯი უო­თე­რის“ პრო­დუქტს წა­რად­გენ­და. ის ჩანს ყვე­ლა ფო­ტო­ზე, სა­დაც ვარ­სკვლა­ვე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე პო­ზი­რე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ
კატ­ბერ­ტი „სა­ღა­მოს დე­დოფ­ლად“ იქცა. კად­რებ­ში ის მსა­ხი­ო­ბე­ბის უკან დგას, თუმ­ცა ყვე­ლა ფო­ტო­ზე კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში იყუ­რე­ბა და იღი­მის.



„დღის ბო­ლოს „ფიჯი უო­თე­რის“ გოგო ფილმზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებს“, - წერს „ტვი­ტე­რის“ ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.



კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, ლედი გა­გაა - მუ­სი­კო­სი და მსა­ხი­ო­ბი მე­დი­ამ სა­ღა­მოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვად და­ა­სა­ხე­ლა. 32 წლის ლედი გაგა ვა­ლენ­ტი­ნოს ცის­ფე­რი კა­ბით გა­მოჩ­ნდა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე. მას თმაც კა­ბის ფე­რის ტო­ნა­ლო­ბა­ში ჰქონ­და შე­ღე­ბი­ლი.

გაგრძელება +ფოტო
FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი