პრესტიჟულ კინოდაჯილდოებებს არა მხოლოდ ფილმების მოყვარულები, არამედ - მოდის ექსპერტებიც მოუთმენლად ელიან ხოლმე. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ვარსკვლავები, რომლების ჩაცმულობასაც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავენ სოციალურ ქსელებში.
თუმცა ამჯერად, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, „ტვიტერისა“ და „ფეისბუქისთვის“ სრულიად მოულოდნელი სიურპრიზით ჩაიარა - სოციალურ ქსელებში ვარსკვლავებზე მეტად განიხილავენ გოგონას, რომელიც წითელ ხალიჩაზე წყლის ბოთლებით იდგა.
კელეტ კატბერტი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე „ფიჯი უოთერის“ პროდუქტს წარადგენდა. ის ჩანს ყველა ფოტოზე, სადაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კატბერტი „საღამოს დედოფლად“ იქცა. კადრებში ის მსახიობების უკან დგას, თუმცა ყველა ფოტოზე კამერის ობიექტივში იყურება და იღიმის.
„დღის ბოლოს „ფიჯი უოთერის“ გოგო ფილმზე შემოთავაზებას მიიღებს“, - წერს „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.
კიდევ ერთი ადამიანი, ვისზეც სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ, ლედი გაგაა - მუსიკოსი და მსახიობი მედიამ საღამოს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად დაასახელა. 32 წლის ლედი გაგა ვალენტინოს ცისფერი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. მას თმაც კაბის ფერის ტონალობაში ჰქონდა შეღებილი.
გაგრძელება +ფოტო