ლოს-ანჯელესში, გუშინ, კნოპრემია "ოქროს გლობუსის" 76-ე ცერემონია ჩატარდა. ხალხის ყურადღება არა მხოლოდ ვარსკვლავებმა და გამარჯვებულებმა მიიქციეს, არამედ უცნობმა გოგონამ - Fiji-ს წყლებით.
საქმე იმაშია, რომ ის გამუდმებით ხვდებოდა კადრის უკანა პლანზე, როცა ვარსკვლავები იღებდნენ ფოტოებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გოგონა იმსახურებდა პრემიას ნომინაციაში: "ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი".
დღეს, მან ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ნომინაცია - "საუკეთესო მხარდაჭერა წითელ ხალიჩაზე" ერგო. ქანდაკების ნაცვლად კი Fiji-ს წყლის ბოთლით დაასაჩუქრეს.
«არც კი ვიცი რა ვთქვა! გუშინ უბრალო გოგო ვიყავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვარსკვლავს, რომლებმაც საშუალება მომცეს მათთან მემუშავა. განსაკუთრებით რიჩარდ მადენს, ნიკოლ კიდმანს, დაკოტა ფენინგს, ლუკ ევანსს და ლუსი ბოინტონს ».
გოგონას სახელია კელეტ კუტბერტი. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მსახიობობაზე ოცნებობს.