სიახლე

4 ინოვაციური ნივთი 2019 წლის იდეალურად დასაწყებად

4 ინოვაციური ნივთი 2019 წლის იდეალურად დასაწყებად
ახალმა წელმა ფართოდ შემოაღო კარი, ახალი მიზნები, სურვილები თუ ოცნებები ჩამოგვირიგა და მოთმინებით ელოდება, როდის შევეჩვევით მის შემობრძანებას.

2019 წლის პირველ დღეებში, მანამ სანამ რუტინას დავუბრუნდებოდეთ, ძველი შეცდომების გამოსწორებასა და სიახლეების შეტანაზე უნდა ვიფიქროთ, ცხოვრებაც ახალი შემართებით დავიწყოთ და ამ წლის გაიდეალურებას შევეცადოთ. ამისთვის არც ახალი გამოწვევების არ უნდა შეგეშინდეთ და აღარც ინოვაციური ნივთების.

გთავაზობთ 4 განსაკუთრებულ ნივთს თქვენი წლის საუკეთესოდ დაწყებისთვის:


1. „ჭკვიანი“ სასწორი



თუ ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებით შეხვდით, მათ წინააღმდეგ ბრძოლა ახლავე უნდა
დაიწყოთ. წონის კონტროლის გარდა “ჭკვიანი" სასწორი Huawei Smart Scale AH100 white - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გაწვდით ინფორმაციას.სასწორი Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება ნებისმიერ Android თუ iOS მოწყობილობას, ახდენს წონის და სხეულის მასის ინდექსის კონტროლს დროის რეალურ რეჟიმში. შესაძლებელია 10 მომხმარებლის მიბმა.

2. ვიდეო ძიძა



ჩვენს დროში საუკეთესო საჩუქარი და საჭირო ნივთია ყველა იმ ოჯახში, სადაც პატარა ცხოვრობს. ამ მოწყობილობის მეშვებით შეძლებთ, მუდმივ კონტაქტზე იყოთ ბავშვთან. რამდენიმე კამერით აღჭურვილი ტექნოლოგიის მეშვეობით შეგიძლიათ, უყუროთ მას, გაიგონოთ მისი ხმა და თავადაც ელაპარაკოთ.

3. კედლის საათი


სინქრონული უხმო წამზომითა და ორიგინალური დიზაინით შექმნილი თანამედროვე საათი თქვენი და თქვენი სტუმრების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. ის არ ჰგავს ტიპურ კედლის საათს, რითაც გარშემო მყოფების დიდ მოწონებას იმსახურებს.


4. ნოუთბუქი


მუდამ განვითარებად სამყაროში, იქ სადაც ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და ლეპტოპი ჩვენი სამსახურისა თუ პირადი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ძველ, გაცრეცილკლავიატურიან კომპიუტერთან მუშაობა, მოსაბეზრებელია და შეუძლებელია სიამოვნება მიიღოთ საქმისგან. ამიტომაც სანამ ეს დისკომფორტი დიდ უსიამოვნებაში გადაიზრდება, დროა სწრაფადვე აარჩიოთ სასურველი დიზაინისა თუ მონაცემების ლეპტოპი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი