სუნამო, რომლის შექმნის შთაგონების წყარო ვლადიმერ პუტინია, რუსეთში კიდევ ერთხელ გამოუშვეს. ბრენდ Leaders-ის დამაარსებლის, მაქსიმ ფომიჩიოვის თქმით, ახალი სუნამო რუსეთის პრეზიდენტს ეძღვნება.
პირველი სუნამო კომპანიამ 2015 წელს გამოუშვა, ლიმიტირებული რაოდენობით. მოგვიანებით კი ფომიჩიოვს გაუჩნდა იდეა, გაეფართოებინა ბრენდი და სუნამო ქალებისთვისაც შეექმნათ.
კომპანიის დამაარსებლის თქმით, თავდაპირველად პარფიუმერიას აწარმოებდნენ მეფეებისთვის, იმპერატორებისთვის, გავლენიანი ადამიანებისთვის და იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.
სუნამო The Leaders Number One საფრანგეთში შეიქმნა პარფიუმერ ვლად რეკუნოვის დახმარებით, რომელიც წარმოშობით ბელორუსიდან არის. ბოთლი, რომლის დიზაინი პოლონეთში შექმნეს, იტალიაში დამზადდა.
ფომიჩიოვი ფიქრობს, რომ სუნამოს შესახებ ვლადიმერ პუტინმა აუცილებლად უნდა შეიტყოს, რადგან ეს "სუნამოზე მეტია და მისი მოხმარებით მოქალაქეები პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ":
„სუნამო განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ კარგი სურნელი ჰქონდეს და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს პრეზიდენტს". გაგრძელება