სიახლე

სად ატარებს ქეთა თოფურია ნანატრ შვებულებას (ფოტოები)

სად ატარებს ქეთა თოფურია ნანატრ შვებულებას (ფოტოები)
მომღერალმა 31 დეკემბერს წინასწარ დაანონსა, რომ შვებულებას იღებს, რომელსაც დიდი ხანია ნატრობდა. ფოტოები, რომელსაც ახლა ხედავთ ცოტა ხნის წინ გავრცელდა და ქეთას „ინსტაგრამზე“ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. პოპულარულმა მომღერალმა იდეალური ფიგურის დემონსტრირება ამჯერად კუნძულ ბალიზე მოახერხა. ჩანს, რომ ნანატრ შვებულებას სწორედ იქ ატარებს.

გუფისთან დაშორების შემდეგ მომღერალი თავისუფალ დროს კონცერტებს და დაქალთან ურთიერთობას უთმობდა. მიმი შელია და ქეთა თოფურია უკვე წლებია რაც მოსკოვში ცხოვრობენ და ახლო მეგობრები არიან.

კომენტარებში ქართველი გულშემატკივრებსაც იხილავთ, რომლებიც წერენ: „ქეთა, ძალიან ლამაზი ხარ“, „სასწაული გოგო ხარ“.. აქტიურობდა
ზალიკო ბერგერიც : „რა ტანზე ხარ, რა გოგო ხარ, ეუფ“..
მეორე მხრივ ფოტოს კრიტიკული კომენტარებიც მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომწერმა თბილი კომენტარის ავტორს დაუწერა: „ რომ ეუბნები რა ლამაზი ხარო, ის სინამდვილეში სრულიად სხვა ქალი იყო, ცხვირიც გაკეთებული აქვს და ტუჩებიც. ეს ყველაფერი პლასტიკური ქირურგიის ჩარევითაა.“ კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებიათ და ბევრმა აღნიშნა, რომ ქეთა ყოველთვის ნიჭიერი და ლამაზი იყო, უბრალოდ გადაწყვიტა გარეგნობაში კორექტივები შეეტანა, რაც ძალიან უხდება.







FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი