კომპოზიტორი მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა თავისი რძლის - სალომე ქემაშვილის შესახებ, რომელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა:
"ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო! ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს.... ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!"
ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გოგონას გრიპის ვირუსი ჰქონდა. როგორც ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის მოულოდნელად გახდა ცუდად:
"ეს რა დაგვემართა, საუბარსაც ვეღარ ვახერხებ... მაღალი სიცხით და ღებინების შეგრძნებით მოვიყვანეთ, უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო... ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მერე კი რეანომობილით ჩამოიყვანეს თბილისში".
სამწუხაროდ, დღეს გოგონა გარდაიცვალა.
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი, ხალხნოოოოოოო!!!!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქალბატონმა მანანამ.
გაგრძელება + ფოტო