კომპოზიტორი მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა თავისი რძლის - სალომე ქემაშვილის შესახებ, რომელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა:
"ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო! ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს.... ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!"
ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გოგონას გრიპის ვირუსი ჰქონდა. როგორც ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის მოულოდნელად გახდა ცუდად:
"ეს რა დაგვემართა, საუბარსაც ვეღარ ვახერხებ... მაღალი სიცხით და ღებინების შეგრძნებით მოვიყვანეთ, უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო... ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მერე კი რეანომობილით ჩამოიყვანეს თბილისში".
სამწუხაროდ, დღეს გოგონა გარდაიცვალა.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომეს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ამას ქალბატონი მანანა "ფეისბუქში" სტატუსით გამოეხმაურა:
"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა, რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!! "