სიახლე

"ნიკორას" კანჭი დუტა რესტორატორისგან

"ნიკორას" კანჭი დუტა რესტორატორისგან
- დუტა, რა წა­მო­გი­ღოთ „ნი­კო­რა­დან“?
- რამე ისე­თი, მა­მა­პა­პუ­რი.

- მა­ინც?

- კან­ჭს გა­ვა­კე­თებ მა­გარს და სო­სი­სე­ბი და ძეხ­ვე­უ­ლიც ბლო­მად წა­მო­ა­ყო­ლეთ. წინა დღეს „ცეკ­ვე­ბი“ მქონ­და და დი­ლით ჩემ­თან ვარ, მცხე­თა­ში", სუ­ლი­კო­ში".

დუტა, სწო­რედ ის, რომ­ლის გა­მოც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაჩ­ნდა გა­მოთ­ქმა „მალე უთო­შიც დუტა იქ­ნე­ბა“, ახალ ას­პა­რეზს იპყრობს. ის რეს­ტო­რა­ტო­რია. „მა­რა­ნი სუ­ლი­კო“, რო­მე­ლიც მის­თვის მე­ო­რე ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა­ვი­თაა, მისი და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ის, იდე­ე­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გია.

„სუ­ლი­კოს მა­რა­ნის“ ძა­ლი­ან ლა­მაზ და თბილ დარ­ბაზ­ში, ხის მა­გი­და­ზე, დუ­ტას მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად,“ნი­კო­რას“ ხორ­ც-პ­რო­დუქ­ტე­ბის მთე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი
აწყვია. სიმ­პა­თი­ურ შე­ფუთ­ვებს ვხსნით და ირ­გვლივ ისე­თი მა­დი­საღ­მძვრე­ლი სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს, ძნე­ლია, გა­და­ღე­ბის და­წყე­ბა-დამ­თავ­რე­ბას და­ე­ლო­დო. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში დუტა იდე­ა­ლუ­რად ერ­კვე­ვა. აქაც, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში, ყვე­ლა­ფერს მი­სე­ბუ­რად, გემ­რი­ე­ლად აკე­თებს.

შე­მო­ქან­და, მოგ­ვე­სალ­მა და მუშ­ტრის თვა­ლით და­ათ­ვა­ლი­ე­რა „ნი­კო­რას“ პრო­დუქ­ცია. მერე კმა­ყო­ფილ­მა შე­მოგ­ვხე­და და „მე ამის­გან გა­ვა­კე­თებ...“ სა­ხით ერთი-ორი ფო­ტოც გა­და­ი­ღო. ვიდ­რე კან­ჭი მზად­დე­ბო­და, დუტა თა­ვის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბო­და.



- კუ­ლი­ნა­რია შე­მოქ­მე­დე­ბის ცალ­კე სფე­როა. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­ყუ­რე­ბე­ლია. ჩემ­თვის ახა­ლი კერ­ძი პრე­მი­ე­რას ჰგავს, რად­გან ზუს­ტად ისე გან­ვიც­დი, მა­ინ­ტე­რე­სებს და ვე­ლო­დე­ბი, რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბათ ჩემი ნაშ­რო­მი, რო­გორც სცე­ნა­ზე გას­ვლას პრე­მი­ე­რის წინ. პა­პა­ჩე­მი ნამ­დვი­ლი შეფ-მ­ზა­რე­უ­ლი იყო. ყო­ველ დი­ლით ბა­ზარ­ში პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლად და­დი­ო­და და შემ­დეგ სხვა­დას­ხვა კერძს ამ­ზა­დებ­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად ამი­ტო­მაც, გას­ტრო­ნო­მი­ის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის მქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მე­გობ­რულ შეკ­რე­ბებ­ზე ეს თემა მე მე­ბა­რა. ჩემი პირ­ვე­ლი კაფე-რეს­ტო­რა­ნი "თან წა­ი­ღე" 2007 წელს, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე გა­ვა­კე­თე, სა­დაც ყვე­ლა ჭურ­ჭე­ლი და ინ­ვენ­ტა­რი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის შექ­მნი­ლი იყო. რეს­ტორ­ნის იდეა სა­ხელს ამარ­თლებ­და. მო­სულ სტუ­მარს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი - იქ­ნე­ბო­და ეს ჭიქა თუ ჩან­გა­ლი, შე­ეძ­ლო თან წა­ე­ღო. მა­შინ გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის და რატი ერა­ძის რამ­დე­ნი­მე მა­გი­დაც გავ­ყი­დეთ.

მალე „იმედ­ზე“ კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მას ვი­წყებ, სა­ხე­ლად „სუ­ლი­კო“. ეს მომ­წვა­ნო ნაქ­სო­ვი ქუდი დუტა-კუ­ლი­ნა­რის სა­ფირ­მო დე­ტა­ლი იქ­ნე­ბა. რეს­ტო­რა­ტო­რო­ბამ და ახა­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბამ მო­ი­თხო­ვა, ჩემს საყ­ვა­რელ სფე­რო­ში კი­დევ უფრო მე­ტად გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სტე­ი­კის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. დღეს კან­ჭს შე­ვე­ჭი­დე­ბი. გემ­რი­ე­ლი და ოპ­ტი­მა­ლუ­რი კერ­ძია. ისე­თი, ბევრ ადა­მი­ანს რომ კარ­გად აქე­ი­ფებს.



"ნი­კო­რას­თან" დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. მას მა­შინ შევ­ხვდი, რო­დე­საც ვაჟა-ფშა­ვე­ლას და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა. იქ ჩემი კლა­სე­ლი მერი მუ­შა­ობ­და და ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი. ბრენ­დი "ნი­კო­რა" პირ­ვე­ლი იყო ბა­ზარ­ზე, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მზა პრო­დუქ­ცია შეს­თა­ვა­ზა. მე ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვის მომ­ხრე ვარ. ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბიზ­ნე­სიც შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხობს და მის ნდო­ბას ამარ­თლებს. ჩემი და "ნი­კო­რას" მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სარ­დე­ლი, შაშ­ხი, გრილ­ზე შემ­წვა­რი სო­სი­სე­ბი... მა­ცი­ვარ­ში „ნი­კო­რა“ ყო­ველ­თვის მაქვს და ამას სა­რეკ­ლა­მოდ არ ვამ­ბობ, მარ­თლა ასეა. ცუ­დია, მკი­თხვე­ლი ჩემს კან­ჭს რომ ვერ და­ა­გე­მოვ­ნებს, მაგ­რამ ფო­ტო­და­ნაც ხომ ჩანს, რომ „ნი­კო­რას“ კან­ჭი დუ­ტას­გან მა­გა­რია, არა?

"ნი­კო­რას" კან­ჭის რე­ცეპ­ტი დუ­ტას­გან

ღო­რის კან­ჭი ბევრ ად­გი­ლას უნდა ჩავ­ჭრათ, რათა ზედ­მე­ტი სი­თხე გა­მო­ვი­დეს. ამის შემ­დეგ, თხლად ვჭრით ნი­ორს და ჩაჭ­რილ ად­გი­ლებ­ში ვა­თავ­სებთ. არო­მა­ტის­თვის გა­რე­დან ვუს­ვამთ აჯი­კას და დი­ჟო­ნის მდოგ­ვს. გამ­ზა­დე­ბულ კან­ჭის ნა­ჭერს 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ აერ­ღუ­მელ­ში ვდებთ და სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწვავთ. რო­დე­საც შე­იბ­რა­წე­ბა, გა­მო­ვი­ღებთ, გად­მო­ვი­ტანთ ცალ­კე და­ფა­ზე და მი­ვირ­თმევთ გრილ­ზე შებ­რა­წულ „ნი­კო­რას“ სო­სი­სებ­თან ერ­თად. გა­ა­მოთ!

წყა­რო: http://www.citymagazine.ge
FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი