სიახლე

„ორი კვირა დასცალდა დედობა“- ვირუსისგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

„ორი კვირა დასცალდა დედობა“- ვირუსისგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი გრიპისგან დაიღუპა. სავარაუდოდ ეს შემთხვევაც "ღორის გრიპის" ვირუსთანაა დაკავშირებული.
არანაკლებ მძიმეა ის, რომ ეკა მიქელაშვილს ორი კვირის პატარა დარჩა. ახლობლები ამბობენ, რომ თბილისში იყო გათხოვილი და აქ ცხოვრობდა, თუმცა მას თავის სოფელში ყანდაურაში გადაასვენებენ. "რა დაუნდობელია ცხოვრება, მხოლოდ ორი კვირა გარგუნა ღმერთმა დედობა." წერს ფეისბუქზე გარდაცვლილის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში "ღორის გრიპის" ვირუსისაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, სალომე ქემაშვილი, რომელსაც პატარა გოგონა ჰყავს.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ სალომეს ქრონიკული
დაავადება ჰქონდა. ამას სალომეს დედამთილი ქალბატონი მანანა "ფეისბუქში" სტატუსით გამოეხმაურა:
"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა, რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!! "

FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი