18 წლის ეკატერინბურგელი იანა შევცოვა გუფისთან ურთიერთობის გახმაურების შემდეგ პროექტ „Дома-2“-ში მალევე მიიღეს.
თუმცა, მისვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სკანდალში გაეხვა და მის გაშვებაზე დაიწყეს საუბარი. იანას კომენტარის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბრალდება, რომელიც მას პროექტის მონაწილე ლერა ფროსტმა წაუყენა არ დადასტურდა. შევცოვას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ინფიცირებულია. წაიკითხეთ ვრცლად
თავდაპირველად შევცოვამ ჭორები უარყო, შემდეგ კი პროექტის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ამ ინფორმაციის მოპოვება ლერას არ შეეძლო, ვინაიდან ჩვენ საერთო ნაცნობებიც კი არასდროს გვყოლია. მე ნორმალური ოჯახიდან ვარ, ყველაფერი წესრიგში მაქვს, ეს ინფორმაცია რომელიც ჩემ ჯანმრთელობას ეხება 100%-იანი ჭორია. მე ყველა ანალიზი ჩავაბარე და აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. მგონია, რომ მას ვიღაცამ თანხა გადაუხადა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მას ზახარი (პროექტის მონაწილე) ისევ უყვარდეს და ეს ამიტომ ჩაედინა. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ სასამართლოში ვუჩივლო და მორალური ზიანის ანაზღაურება მოვთხოვო.“ განაცხადა იანა შევცოვამ.