ალბათ უკვე შენიშნავდით, რომ "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ახალი "ჩელენჯი" ანუ გამოწვევა დაიწყო, რომლის სახელია: "#10yearchallenge".
ადამიანები ავრცელებენ ფოტოებს, როგორი შესახედაობა ჰქონდათ 2009 წელს და როგორ გამოიყურებიან ახლა.
სოციალური მედია უკვე აჭრელებულია ძველი და ახალი ფოტოებით და ბევრი მათგანი დაუჯერებელია. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ბევრ სახუმარო ფოტოსაც იხილავდით.
გამოწვევაზე უარი არც ქართველ სელებრითებს უთქვამთ. ახლახან ბერა ივანიშვილმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც 10 წლის შუალედით არის გადაღებული.
გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მომღერალმა მართლაც საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და თითქოს ახლა სულ სხვა ადამიანია.