დღეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, დაზიანებებით არიან მოთავსებულნი საავადმყოფოებში.
აფეთქების ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მედიაჰოლდინგ "პალიტრის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.
mshoblebi.ge გიორგის დაუკავშირდა. ვთხოვეთ მოეყოლა, რა დახვდა შემთხვევის ადგილზე:
- გვერდით კორპუსში, 200-300 მეტრში გახლდით მეგობართან სტუმრად. უცებ გავიგეთ აფეთქების ხმა, მთელი კორპუსი შეაზანზარა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა... არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ავიღე ჩემი აპარატი და გამოვვარდი კორპუსიდან. ჯერ იქვე ვკითხე თვითმხილველებს, რა ხდებოდა. მერე გამოვიქეცი ამ კორპუსისკენ. აქაც ბევრი ხალხი დამხვდა, გვერდით კორპუსებიდან იყვნენ გამოსულები... ყველაფერს ვიღებდი ირგვლივ... თავიდან სიბნელე იყო და ცოტა რომ მივაჩვიე თვალი, უკვე მერე გადავწყვიტე შესვლა... გაგრძელება