ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც ენით აღუწერელი უბედურება დატრიალდა. დაღუპულია 4 ადამიანი, მათგან სამი - ერთი ოჯახის წევრია. როგორც ირკვევა, გაზი მინდია ფირალიშვილის საცხოვრებელ ბინაში დაგროვდა და ამას მოყვა ძლიერი აფეთქება. ადგილზე დაიღუპნენ მინდიას მეუღლე ნათია ციცვიძე და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.
ფირალიშვილების სახლში 3 მცირეწლოვანი იზრდებოდა. უმძიმესმა კადრებმა რომელიც "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფმა ტრაგედიის
წუთებში გადაიღო, ყველა შოკში ჩააგდო, ეს ის კადრებია, როცა მამამ აფეთქებული სახლიდან გამოიყვანა თავისი 5 წლის გოგონა, ჯერ ის უსინჯავდა სუნთქვას თავის პატარას, მერე სხვამ გამოართვა ბავშვი და ის ცდილობდა გაეგო ცოცხალი იყო თუ არა. მერე ისევ უკან შებრუნდა მინდია, რომელსაც ბინიდან სხვა პატარები უნდა ბინაში ტყუპები იყვნენ, 2 წლინახვრის და-ძმა. უმძიმესი იყო ტყუპისცალის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში სხვა დაშავებულებთან ერთად სასწრაფოდ გადაყვანეს. როგორც ახლობლები გვიყვებიან, გზაში პატარას გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და პატარა ნიკოლოზი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უმძიმესი სურათი დამხვდა შემთხვევის ადგილზე მისულს. გადაკეტილი ქუჩები, გადაჭედილი ხალხი და სამართალდამცავებით სავსე ქუჩები, ამ დროს შევნიშნე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ემოციებს ვერ იკავებდა. მის გვერდით მისი მეგობრები და ახლობლები იდგნენ. "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის გადაღებული კადრებით ვიცანი და მათ მივუახლოვდი მამაკაცს, რომელიც მინდია ფირალიშვილი აღმოჩნდა, ვკითხე, ამ ფოტოში თქვენ ხართ და ეს ბავშვი ხელში რომ უჭირავს ის მამაკაცი ვინ არის, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ეს ჩემი შვილიაო, - მითხრა შეშფოთებულმა, ბავშვი გადარჩა, მაგრამ ჩემი მეორე შვილი ხროტინებდა ხელში რომ მეჭირაო. მამას შვილების მდგომარეობა აინტერესებდა, ბოლთას სცემდა, დამწვარი ჰქონდა თმები და კისერი.
"ჩემს სახლში მოხდა აფეთქება, სახლში ახალი მოსული ვიყავი, საშინელმა ძალამ გარეთ გამომაგდო, სასწრაფოდ სახლში შევბრუნდი... ჩემი სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან... , - უყვებოდა მინდია ახლობლებს.
ყველგან ეძებდნენ ნათიას დას ნინოს, საავადმყოფოებში გადარეკეს ახლობლებმა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს, მინდიას მეგობარმა მითხრა, ნათია რომ გარდაცვლილია, ეს ვიცით, რადგან მინდიამ თავად ნახა სახლში გარდაცვლილი მეუღლეო. განაგრძეთ კითხვა