გამთენიისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გოგონას ეძებენ, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი განათავსა, რამაც მისი მეგობრები შოკში ჩააგდო:
„მოკლედ, თუ ამ სტატუსს კითხულობთ, ესე იგი, აღარ ვარ ცოცხალი. ბედნიერებას გისურვებთ ყველას.:) არაა საჭირო ჩემი ფოტოების პროფილად დაყენება.:) სიკვდილამდე დაგეფასებინეთ.) ბევრი მიზეზს ვერ გაიგებს, რამდენიმე ადამიანმა იცის და ვიზრუნებ, რომ ვერ გაიგოთ. ) არაა საჭირო ჭორები. ჩემი ცხოვრება თქვენი გასარჩევი არაა, ყველამ საკუთარ თავს მიხედეთ და რაც შეეხება მეგობრებს, ბოდიშით და იმედია მაპატიებთ. წარმატებები, აბა, მიყვარხართ და ცხოვრება თქვენთვის მაინც გრძელდება. მადლობა, ვინც გვერდში მედგა ყოველთვის, არასდროს დაგივიწყებთ. ახლა გაიღიმეთ და ცრემლები მოიწმინდეთ."
მალევე სამძებრო სამუშაოები დაიწყო და "ფეისბუქზე" გოგონას ახალი სტატუსიც გამოჩნდა, სადაც იტყობინება, რომ კარგადაა, საუბრის თავი არ აქვს, ამიტომ ყველას ხვალ გაესაუბრება და მეგობრებს ბოდიშს უხდის.
მომხდარით უცხო ადამიანებიც შეშფოთებულები იყვნენ და ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავდნენ. ბევრი ამბობდა იმას, რომ არავინ იცის, როგორ სტკივა სული და რატომ გამოაქვეყნა ასეთი შინაარსის ტექსტი.
რამდენიმე თვის წინ კი ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა, რომელშიც კარგად ჩანს მისი მაშინდელი მოსაზრება ადამიანების და ცხოვრების შესახებ:
„ვფიქრობ და მივდივარ იმ დასკვნამდე,რომ ყოველი ჩემი ტკივილის და იმედგაცრუების სათავე მე ვარ...
რომ არა ჩემი გულუბრყვილო ხასიათი და შიში დაკარგვის ახლო ადამიანის, ყველაფერი სხვაგვარად იქნება...
ძნელია იყო რეალისტი, თუმცა ორმაგად ძნელია, იცხოვრო ილუზიაში, სადაც ყველა შენნაირი გგონია და მათაც შენსავით შეუძლიათ მიტევება...
ნურას უკაცრავად, საკმარისია, ფეხი დაგიცდეს, მოყვარეც მტერად გექცევა და ვერ ვხვდები, ამ დროს რა ადგილი უჭირავთ იმ ადამიანებს ცხოვრებაში, ვისაც სხვა დროს "შენს" უწოდებ...
სამწუხაროდ, ბევრ რამეს გვიან მივხვდი. არც ეს იქნება ბოლო და ჭკუის სასწავლებელი, თუმცა ერთი ის ვიცი და აუცილებლად "შე-ვეცდები" ასე მოვიქცე, შემდგომ, უნდა გამომივიდეს, რადგანაც ასე ითხოვენ... ვინც თვალსაწიერს გასცდება და შეეცდება ჩემს გულის ტკენას, დავტოვო იქ, სადაც იმ დროისთვის იქნება. მივცემ თავს პირობას, "უფლებას" და აღარ მეტკინება მათ გამო, ვინც ფიქრობს, რომ უნდა მტკიოდეს.
არაფერია მარადიული და ესეც გაივლის...
ჰოდა, ახლა იმასაც დავამატებ, ყველამ თავის ბუდიდან აფრენილ არწივს მიხედოს, არავინ იცის, ბარად დაშვება რა ძვირად ფასობს...
ადამიანობა არ ისწავლება, ან ხარ, ან არ ხარ და ალბათ დღევანდელ საქართველოში უმრავლესობისთვის მეორე ვერსია უფრო მისაღებია, რადგანაც უკეთ გამოსდით ცხოვრებაც და ნიღბების მორგებაც....
მე გამონაკლისი ვარ, იმ დაბალ-პროცენტულ მაჩვენებელს მივეკუთვნები, სადაც ადამიანობა ყველაზე დიდი საზომით იზომება, სადაც არ მეფობს ბოროტება, შური და ღვარძლი... სადაც სუფთა გრძნობებია დასაყრდენი ძალა და ღია გული, სადაც ერთგულება ყველაზე დიდი ჯაჭვია, რომლის რგოლები საუკუნოდ არის გადაბმული...
მე ვარ ადამიანი და ვარ ქალი, რომელიც ვაძლევ საკუთარ თავს პირობას...
არავის გამო (ვისაც სურს, რომ მტკიოდეს) არ მივაყენებ ჩემს გულს ზიანს, რათა იმ "არავინ" ჩემს ტკივილზე არ იზეიმოს.“
წაიკითხეთ: “გევედრებით, არ დაგვიტოვოთ სიტყვები თქვენი თავის მაგივრად...” – ნათიას ბლოგი