“Niche” იშვიათი ტიპის სუნამოს ნიშნავს. ნიშ პარფიუმერიისთვის დამახასიათებელია საინტერესო და სპეციალური სურნელი, რომლის ანალოგის მოძებნა რთულია:
ტექსტილით შთაგონებული არომატები, წიგნისა და ბიბლიოთეკის სურნელის მატარებელი არომატები, ბუნებრივი ქვების ენერგიის მატარებელი არომატები, საყვარელი ალკოჰოლიური სასმლის არომატი და სხვა იშვიათი ფორმულები, რომლებიც განსაკუთრებულად გაგრძნობინებენ თავს. სწორედ ამიტომ, სუნამოს მოყვარულებისთვის ნიშ პარფიუმის თითოეული წვეთი ღირებულია.
„Masque Milano“-ს პარფიუმის კოლექცია საინტერესო ისტორიებით შთაგონებულ 12 არომატს მოიცავს, რომლებიც თავისი სახელწოდებებითა და სურნელით სასიამოვნო მოგონებებსა და გრძნობებს აღვიძებენ, ნოტები კი პარფიუმერების ჯადოქრობას გვიზიარებენ...
რიკარდო ტედეში და ალესანდრო ბრუნი ყოველთვის ეძებენ სრულყოფილ პროდუქტს, ისე, როგორც ჭეშმარიტებას, რათა ყოველდღიურად მიაგნონ ჰარმონიასა და ხარისხის ეფექტურობას არომატში. მათ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი პროდუქციის წარმოება სურთ, რომლის რაოდენობაც, შესაბამისად, ლიმიტირებულია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ იტალიელებს სილამაზის განსაკუთრებული აღქმა და განსხვავებული სტანდარტები აქვთ. ნიშ პარფიუმის ექსკლუზიური ბრენდი “Masque” 2012 წლიდან იღებს სათავეს მილანში.
„L’ Arome Boutique” სელექციური პარფიუმერიისა და ნიშური სუნამოების მაღაზიათა ქსელია, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის სასურველ არომატს, რადგან აქ თავმოყრილია საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი სუნამოები.
18 იანვარს ბუტიკის ექსკლუზიური სტუმრები, „Masque Milano”-ს სულის ჩამდგმელები – რიკარდო ტედეში და ალესანდრო ბრუნი იყვნენ.
სუნამოს შეძენა შესაძლებელია 19 იანვრიდან „L’ Arome Boutique”-ის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.