ბოლო პერიოდში მოდელმა თამო ვაშალომიძემ თავისი ახალი ფოტოებით ადამიანები შოკში ჩააგდო.
მოდელი ადრეც თამამ ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა ახლანდელმა ფოტოებმა მოლოდინს გადააჭარბა. მან „ინსტაგრამზე“ დადო ფოტო საცვლებით, რომელსაც ხინკლის ფორმა აქვს.
ამ ფაქტმა ბევრი ადამიანი გააღიზიანა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ახლახან კი თამო გუდაურში წავიდა, სადაც ფოტოსესია ჰქონდა. თავიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც წითელი კაბით არის და ცხენზეა ამხედრებული.
შემდეგ კი ფოტო, სადაც თოვლშია და მხოლოდ ქვედა საცვალი აცვია.
ფოტოზე უკვე ბევრი ირონიული ხასიათის კომენტარია: „არ გამიცივდე“, „ამისთვის წახვედი გუდაურში?“ და ა.შ..
თუმცა, მეგობრების ნაწილი მის გამბედაობას აფასებს, ამბობენ, რომ შესანიშნავი იდეაა და ეს ყველაფერი მოსწონთ.