„მის მოსკოვი 2015“ ოქსანა ვოევოდინა და მალაიზიის ყოფილი მეფე მუჰამად მეხუთე ორთვიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
წყაროების ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი ხშირი ჩხუბი და აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მათ შორის გრძნობებიც შესამჩნევად განელდა. მედია წერს, რომ ყოფილი მეფე და ყოფილი „სილამაზის დედოფალი“ განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტაციას ამზადებენ.
დაშორების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მათი დაქორწინება. გაგრძელება