წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გენდერული ბალანსის შენარჩუნებისთვის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ, რაც ქალთა უფლებების სიძლიერეზე მიგვანიშნებს, თუმცა საქმე ისაა, რომ იმ ორგანოებში, რომელთა თანამშრომლებიც სიგელებისა თუ სერტიფიკატების მფლობელები გახდნენ, ქალები საერთოდ არ მუშაობენ.
ეს ფაქტი მედიამ საზოგადოების მასხრად აგდებად შეაფასა.
ცერემონიაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, დარიგდა სერტიფიკატები წარწერებით „გენდერული ბალანსის საუკეთესო უწყებათაშორისი ორგანიზაცია“, “გენდერული ბალანსის მხარდამჭერი საუკეთესო ორგანო“, „გენდერული ბალანსის შესახებ საუკეთესო იდეის ინიციატორი“ და ა.შ. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ფინანსთა სამინისტროსა და ადამიანური რესურსების მართვის ორგანოების თანამშრომლები. ცხადია, პრიზის მფლობელთა შორის არცერთი ქალი არაა, რადგან ამ უწყებებში ქალი არც არის.
დუბაის მედია ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერშიც" წერს:
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი წარმატებული ემირატი ქალი გვყავს და მათი როლი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სინამდვილეში კი, საემიროებში ქალთა დისკრიმინაციის არაერთი ფაქტია ცნობილი და კარგად ვიცით ისლამური კანონები, რომელთა მიხედვითაც, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გაერო, 2018 წლის კვლევის მიხედვით, გარკვეულ პროგრესზე საუბრობს, მაგრამ ისინი ნამდვილად არ გულისხმობენ თანასწორობასა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას.
წყარო: theguardian.com