"ჩემი ცოლის დაქალების" მეთოთხმეტე სეზონი დასრულდა. ბოლო სერიებში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, მაყურებელი გააქტიურდა და სერიებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს. მათ, ვისაც შეწყვეტილიც კი ჰქონდათ სერიალის ყურება, განაახლეს და "დაქალებს" სრულიად ახალი მაყურებელიც შეუერთდა - ადამიანები ერთი ჩვეულებრივი წყვილის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ.
მანაგაძეების ოჯახში ზაზას ცოლის, ქეთის ღალატის შემდგომ ბოლო სერიაში სიტუაცია ბევრისთვის მოულოდნელად განვითარდა - როგორც მაყურებლის დიდი ნაწილი ელოდა, ზაზამ ქეთი "არ მოკლა" და პირიქით, მოძალადე და გულგრილი ქმარი ფინალურ სერიაში სრულიად სხვა ადამიანად მოევლინა მაყურებელს.
სერიის საფინალო სცენას, ზაზას მესიჯს ქეთისადმი: "მე უფრო გიყვარდი თუ ის?" - სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე ათასობით კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების აზრი ორად იყოფა - ერთნი მიიჩნევენ, რომ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მოძალადე ქმრისგან გმირი კაცი შექმნა, მეორენი კი ამას ღალატის გამართლებად მიიჩნევენ და ზაზას საქციელს იწუნებენ. თუმცა, კომენტარებში ყველა თანხმდება იმაზე, რომ გიორგი ბოჭორიშვილმა შესანიშნავად შეასრულა როლი.
აი, რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები:
"საქართველოს გაერთიანებას არ მოჰყოლია ამდენი რეაქცია და ოვაცია, როგორც ზაზას SMS-ს"
"ასე არჩევნების მერეც არ გაცრუებია იმედები ქართველ ერს"
"ხალხმა ხან კუბო დადგა, ხან ქელეხი ჩაატარა, სუფრა გაშლილი ელოდებოდა ზოგი და ამან - "რომელი უფრო გიყვარდითო?"
"ჩემი აზრით, ზაზას ქართველობა წაართვეს"
გაგრძელება