დღეს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები - ანი ბებია და ილო ბეროშვილი დაქორწინდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს და არ შეეცადნენ, დაეზუსტებინათ სიმართლე.
ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული სტატია ცოტა ხნის წინ ანი ბებიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა და დაწერა: "- მე არ ვიცოდი და შენ?" მან პოსტზე ილო ბეროშვილი "დათაგა".
პოსტს ძალიან სახალისო კომენტარები მოჰყვა. წყვილის გულშემატკივრები კი იმედგაცრუებულები დარჩნენ.
სანამ ანი და ილო მართლა დაქორწინდებიან, მოდით, მათი საერთო ფოტოებით შევიქციოთ თავი
ნახეთ ანი ბებიას სილამაზის ევოლუცია (ფოტო)