სიახლე

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - "ლადო გრიგალაშვილი ამბობს, რომ ანა მისმა დაქალმა მოკლა"

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - "ლადო გრიგალაშვილი ამბობს, რომ ანა მისმა დაქალმა მოკლა"
თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მამა, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მკვლე­ლო­ბას მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბარ გო­გო­ნას აბ­რა­ლებს.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

„ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და ხმე­ბი, რომ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ლა­პა­რა­კობს, ანა მის­მა და­ქალ­მა მოკ­ლაო. მე ვუყ­ვარ­დი და შური იძი­აო - ასე ამ­ბობს. რა თქმა უნდა, ეს არის სი­სუ­ლე­ლე, აბ­სურ­დი! ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისე­თე­ბი ისა­უბ­რა... თან ცდი­ლობს დარ­წმუ­ნე­ბას, რომ მკვლე­ლო­ბა გრი­გა­ლაშ­ვილს არ ჩა­უ­დე­ნია, თან იმას ამ­ბობს, ერთი ადა­მი­ა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლი ეს არ
არი­სო, მუხ­ლის შეც­ვლა­საც და სას­ჯე­ლის აცი­ლე­ბა­საც ცდი­ლობს. რამ­დენ თა­მაშს თა­მა­შობს, ვერ გა­ვი­გე“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში 14 მარტს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე ეხე­ბა, 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მსჯავ­რდე­ბულ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი პი­რის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გამ­თე­ნი­ი­სას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სახ­ლი­დან გა­იხ­მო და და­ნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ტყმით, მას 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. თა­ვი­სა და კის­რის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბით ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ვიზიტორი
აკი სხვის მანქანაში დავინახე და მაგან დამიბნელა თვალებიო?
22:02 / 02-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28