სიახლე

6 რამ, რის გამოც ცაციად ყოფნას ინატრებ

6 რამ, რის გამოც ცაციად ყოფნას ინატრებ
დედამიწაზე 500 მილიონამდე ადამიანი ცაციაა, რაც დააახლოებით, მოსახლეობის 10-15%-ია.
ბევრი მათგანი მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: ფრიდრიხ ნიცშე, ფრანც კაფკა, ჩარლზ დარვინი - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ეს ადამიანები საქმეს მარცხენა ხელით აკეთებდნენ, თანაც, გენიალურად. მათ ფონზე მემარჯვენეები ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებსაც უამრავი შრომისა და ენერგიის ჩადება უწევთ იმ საქმეში, რასაც ცაციები ერთი მარცხენა ხელის მოსმით აკეთებენ.

ცაციების 6 თვისება  მათი უნიკალურობის ნიშანია:

სენტ ლოურენის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მათი გონებრივი შესაძლებლობები დანარჩენი 90%-ის ამავე მონაცემებს აღემატება.
შეიძლება ითქვას, რომ ალბერტ აინშტაინისა და ისააკ ნიუტონის გენიის საიდუმლო მათ მემარცხენეობაში იმალება.imageშთაბეჭდილებები თუ ემოციები დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვებათ და ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე დანარჩენები. ამაში დასარწმუნებლად გეტყვით, რომ ცაცია იყო მსახიობი ჩარლი ჩაპლინი.

ზუსტად აღიქვამენ სამყაროს ყოველ ბგერას, გამოირჩევიან მუსიკის თავისებური აღქმით და არიან შემოქმედებითები. ამის მაგალითად პოლ მაკარტნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის გახსენებაც საკმარისია.

ცაციები კრეატიულები არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინოვატორები ბილ გეიტსი და ჰენრი ფორდი მარცხენა ხელით წერდნენ.



მათი ძლიერი მხარეა ფერწერა. მემარცხენეები იყვნენ მექელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი.

უცნაურია, მაგრამ ცაციებს ადამიანის გულებამდე მისაღწევად დიდი ჯაფა არ სჭირდებათ. მათ ძალიან მარტივად შუძლიათ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა და ნდობის მოპოვება. ისტორიამ არაერთი ცაცია ლიდერი შემოგვინახა: ბარაკ ობამა, ბენჟამენ ფრანკლინი, იულიუს კეისარი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93