გახსოვთ "ინსტაგრამში" ძალიან პოპულარული კვერცხის ფოტო, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მილიონობით მოწონება დააგროვა?
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჩვეულებრივი კვერცხის ფოტო, რომელსაც ამ ეტაპზე 52 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.
კვერცხის პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას, პოსტის მინაწერში ნათქვამი იყო, რომ მათ უნდა შეეგროვებინათ ყველაზე ბევრი მოწონება და გაეუმჯობესებინათ მსოფლიო რეკორდი, რომელიც კაილი ჯენერმა - "ინსტაგრამის დედოფალმა“ დაამყარა.
მას შემდეგ, რაც გვერდზე კვერცხის პირველი ფოტო გამოჩნდა, ყველა ფიქრობდა, რომ გვერდის მთავარი მიზანი „ინსტაგრამის დედოფლის“ „ტახტიდან ჩამოგდება“ იყო, თუმცა, შემდეგ კიდევ 5 ფოტო განთავსდა, რომლებშიც კვერცხი გაბზარულია.
იდეა ასეთია - კვერცხი, რომელიც იუჯინის სახელითაა ცნობილი, სოციალურ ქსელში დიდი ყურადღების შემდეგ „ზეწოლას განიცდის“. გატეხილი კვერცხის ფოტოს ერთვის მესიჯი, რომელშიც მომხმარებლებს მოუწოდებენ, დახმარება მოითხოვონ, თუ იმავეს გრძნობენ.
გაგრძელება