ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა.
„დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული. ამ მავთულზე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი.
ასევე მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანუკა ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან.
ასევე მივიღეთ ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია“, - აცხადებს გელხაური. განაგრძეთ კითხვა