სიახლე

სად და როგორ უნდა გაიაროთ ტექდათვალიერება (პრაქტიკული რჩევები)

სად და როგორ უნდა გაიაროთ ტექდათვალიერება (პრაქტიკული რჩევები)
15-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აღ­დგა. თუმ­ცა, ამ­ჟა­მინ­დელ ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მა­შინ­დელ "ტე­ხას­მოტრთან", რომ­ლის ყიდ­ვაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და. უფრო სწო­რად რომ ვთქვათ, მან­ქა­ნა არც მოწ­მდე­ბო­და და აღ­ნიშ­ნულ სა­ბუთს პირ­და­პირ ყი­დუ­ლობ­დით.
ამ­ჯე­რად ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის პა­რა­მეტ­რებს ამოწ­მებს, რო­გორც ეს უნდა იყოს კი­დეც. ამ სი­ახ­ლით სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ევ­რო­პის­კენ და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი და მკაც­რი გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დე­ლი ავ­ტო­პარ­კის უდი­დე­სი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ცუდ
მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და სა­ჭი­რო სა­ბუ­თის მი­სა­ღე­ბად ავ­ტომფლო­ბე­ლებს მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა, ახა­ლი ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა უწევთ.

თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი რისი ქარ­თვე­ლია, თუ ნე­ბის­მი­ე­რი გა­სა­ჭი­რი­დან მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი არ მო­ძებ­ნა. დღეს ხში­რად მოკ­რავთ ყურს იმა­ზე სა­უ­ბარს, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის მან­ქა­ნის ნა­წი­ლებს ნა­თხოვ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ფა­რუ­ლად ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბაც კი ხდე­ბა. თუმ­ცა ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. ამის სა­ნაც­ვლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი და თქვენ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე გა­ივ­ლით.


რა მოწ­მდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას


ინ­სპექ­ტი­რე­ბა უნდა მო­ი­ცავ­დეს შემ­დეგ ელე­მენ­ტებს: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია; სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა; სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა; ხილ­ვა­დო­ბა; ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა; სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ბუ­რა­ვე­ბის პრო­ტექ­ტო­რის დონე და მდგო­მა­რე­ო­ბა, და­კი­დე­ბა; შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი; ავ­ტო­მო­ბი­ლის ქარ­ხნუ­ლი მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სრუ­ლად უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი (ფა­რე­ბი, სარ­კე­ე­ბი, მოხ­ვე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და ა.შ.); სა­სურ­ვე­ლია, თუ ამ ელე­მენ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ გე­ცო­დი­ნე­ბათ და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე მშვი­დად მიხ­ვალთ. ასე და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით.


გა­და­ტა­ნილ­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა


გა­და­ტა­ნილ­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ისე­ვე გა­ივ­ლი­ან ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი, თუ ისი­ნი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პა­რა­მეტ­რებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. თუ საჭე გა­და­ტა­ნი­ლია 2018 წლამ­დე, მა­შინ დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­უ­ტარ­დე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბა და იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ჭის მდე­ბა­რე­ო­ბა ემ­თხვე­ო­დეს. ინ­სპექ­ტი­რე­ბის და­წყე­ბის ეტა­პი­დან კი სა­ჭის გა­და­ტა­ნა აიკ­რძა­ლა.

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ისნ­პექ­ტი­რე­ბა


მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვი­საც სტან­დარ­ტუ­ლად ტარ­დე­ბა ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი. უბ­რა­ლოდ, მათ პრო­ცე­დუ­რის გავ­ლამ­დე, მა­შუ­ქი ფა­რე­ბის დახ­რი­ლო­ბი­სა და სი­ნათ­ლის ნა­კა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა მო­უ­წევთ. აღიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა 80 ლა­რამ­დე ღირს.

გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა


ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრმა უნდა აწარ­მო­ოს ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბა "ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბის, ტექ­ნი­კურ მო­თხოვ­ნებ­თან მისი შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბის და უსაფრ­თხო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე".

რა სა­ბუ­თე­ბია სა­ჭი­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის­თვის


ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე ვალ­დე­ბუ­ლია წა­რად­გი­ნოს: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი. შე­მოწ­მე­ბის ფასი 60 ლა­რია, თუმ­ცა მას იხ­დით წი­ნას­წარ და თან­ხის გა­დახ­და ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ჭი­რო სა­ბუ­თის მი­ღე­ბას არ ნიშ­ნავს. ეს არის შე­მოწ­მე­ბის და არა სა­ბუ­თის სა­ფა­სუ­რი. მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან ან ად­გილ­ზე­ვე სა­ბან­კო ბა­რა­თით.

ვინ უნდა მი­იყ­ვა­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე


ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნოს რო­გორც მე­სა­კუთ­რემ, ასე­ვე მის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პირ­მა. ამის­თვის რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა სა­ჭი­რო არაა.

სად გა­ვი­ა­რო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა


ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ავ­ტომფლო­ბე­ლებს ხში­რად რიგ­ში დგო­მა უწევთ. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თუ წი­ნას­წარ ჩა­ე­წე­რე­ბით ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე და თქვენ­თვის სა­სურ­ველ დროს მიხ­ვალთ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრში.

თუმ­ცა იმი­სათ­ვის, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პუნ­ქტში თქვე­ნი ვი­ზი­ტი უშე­დე­გო არ გა­მოდ­გეს და ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შეძ­ლოთ, უმ­ჯო­ბე­სია, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ში წი­ნას­წარ­ვე დარ­წმუნ­დე­ბით. ამ­რი­გად მი­ი­ღებთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წი­ნას­წარ­ვე გე­ცო­დი­ნე­ბათ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის თა­რი­ღის­თვის სრუ­ლად მო­ამ­ზა­დებთ ავ­ტო­მო­ბილს.

ამის­თვის კი არ­სე­ბობს სერ­ვისცენ­ტრე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის წი­ნას­წარ იგი­ვე კრი­ტი­ე­რი­უ­მე­ბით შე­მოწ­მე­ბა, რაც მო­ი­თხო­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ტექდათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლი­სას. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვი­სია, რო­მე­ლიც ერთ სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა პა­რა­მეტ­რის შე­მოწ­მე­ბას გუ­ლის­ხმობს.


„თე­გე­ტას“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ავ­ტო­მო­ბილს შემ­დეგ პა­რა­მეტ­რებ­ზე შე­გიმოწ­მე­ბენ:

  • სა­ერ­თო ვი­ზუ­ა­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა
  • გა­მო­ნა­ბოლ­ქვი
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • სა­ბუ­რა­ვის ნა­ხა­რის კუ­თხე
  • ხი­დე­ბის მი­ხედ­ვით, მუხ­რუ­ჭე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი სხვა­ო­ბა, მხა­რე­ებს შო­რის
  • ხე­ლის მუხ­რუ­ჭის ეფექ­ტუ­რო­ბა
  • სა­ერ­თო მუხ­რუ­ჭე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა, მა­სას­თან მი­მარ­თე­ბა­ში
  • მა­შუ­ქე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა-ვი­ზუ­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შე­მოწ­მე­ბა

ხარ­ვე­ზის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა შე­გიძ­ლი­ათ ად­გილ­ზე­ვე მო­აგ­ვა­როთ. შე­დე­გად კი შეძ­ლებთ, ლი­ცენ­ზი­რე­ბულ სერ­ვისცენ­ტრებ­ში ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე გა­ი­ა­როთ და პირ­ველ მის­ვლა­ზე პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შემ­დეგ მისი ფორსმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მოს­წო­რე­ბა არ მო­გი­წევთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინო
თეგეტას მომსახურება ძვირია? პირობებიც დაწერეთ.
19:01 / 10-02-2019
გამოხმაურება / 2 /
kate
ყველაზე ობიექტური და ხარისხიანი შემოწმება ხდება "ავტოჩეკში" მის: კახეთის გზატკეცილი 67. რიგებიც ნაკლებია. ძალიან კმაყოფილია ყველა, ვინც გაიარა.
10:26 / 13-02-2019
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93