თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები.
გთავაზობთ 11 თებერვლის რჩეულებს, ანუ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც დღეს ვარსკვლავები დაასაჩუქრებენ.
ვერძი
ვერძებს, რომლებიც განათლების ან ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ, ბედისწერა საჩუქარს უმზადებს. დღეს საგრძნობლად მიუახლოვდებით ოცნებას ან სანუკვარ მიზანს. ბევრი ვერძი დაიმსახურებს შექებას უფროსისგან. ისინი, ვინც თავად არიან ზემდგომი პირები, თანამშრომლებში აღფრთოვანებას გამოიწვევენ. ყველა საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დაგვირგვინდება. შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი, რომელიც ძალიან გაგახარებთ.
კურო
დღეს კარიერულ კიბეზე დიდი ნახტომი გელით. პროფესიაში ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს.
ზოგიერთ კუროს დააწინაურებენ, სხვებს საინტერესო შეთავაზებით მიმართავენ. გამორიცხული არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელად დაგნიშნონ.
მოსალოდნელია ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენა. შრომას, რომელიც გასწიეთ, დააფასებენ. თუ აქამდე ჩრდილში იდექით, თავის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. ბევრი კურო გაიჩენს უცხოელ პარტნიორებს. მწერალი, პოეტი კუროები უნდა გააქტიურდნენ და მიმართონ გამომცემლობებს.
გაგრძელება