სოციალურ მედიაში ხშირად ვხვდებით სახალისო ფოტო/ვიდეომასალას, სადაც კონკრეტული კომპანიები თავიანთი მომხმარებლის მხიარულ განწყობაზე ზრუნავენ.
ასეთი აქციები, როგორც წესი, რომელიმე დღესასწაულს უკავშირდება. ახლაც, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თითქმის ყველა მსხვილი საერთაშორისო ბრენდი ერთმანეთს კრეატიულობაში შეეჯიბრება.
ქართული ბაზარი მსგავსი აქტივობებით გამორჩეული არ არის. წელს გამონაკლისი კომპანია BELHOUSE-ის სუპერსახალისო კონკურსია.
მომხმარებელი მიდის BELHOUSE-ის ნებისმიერ ფილიალში, მისთვის სასურველ ავეჯზე იღებს მხიარულ ფოტოს და შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ცდილობს დააგროვოს სხვებზე მეტი მოწონება.
გამარჯვებული კი საკმაოდ სოლიდური პრიზის მფლობელი გახდება.
R