თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში 85 წლის კარლ ლაგერფილდმა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა, საკმაო ქონება დააგროვა. ამ ეტაპისთვის მისი მემკვიდრეობა 195 მილიონი დოლარით განისაზღვრება. ვის დარჩება ეს ქონება?
სიცოცხლის ბოლო წლები კარლ ლაგერფილდმა მარტომ გაატარა - არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები. ყველაზე ახლოს იყო კატა შუპეტთან, ნათლულ ჰადსონ კრენიგთან და პირად მცველ სებასტიან ჟონდოსთან. დასავლური პრესა ახლა იმაზე მსჯელობს, ვინ აღმოჩნდება მთავარი მემკვიდრე.
სამოდელო სახლ "შანელის" კრეატიული დირექტორი წლების წინ დაშორდა თავის მეგობარს და მას მერე განუყრელი იყო კატასთან, რომელზეც წიგნიც კი დაწერა და რომელსაც უამრავ ფოტოს უღებდა. მის კატას აქვს თავისი ექაუნთი "ინსტაგრამში", ლაგერფილდის მიერ პირადად მისთვის შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია და მოდელად "მუშაობის" პერიოდში მოგროვილი 3 მილიონ დოლარზე მეტი.
კარლმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო გარკვეული იურიდიული საკითხების მოგვარება. ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად იქნება კატა მთავარი მემკვიდრე. შესაძლებელია ეს მოხდეს, თუ კატას დანიშნავენ "მემკვიდრედ" რაიმე ასოციაციის ან ფონდის მეშვეობით. გაგრძელება