რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლი მოულოდნელად ნიუ-იორკში გაფრინდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ ჰერცოგინიამ Baby Shower-წვეულება მოაწყო, ჯერარდაბადებული შვილის პატივსაცემად.
პრინცის მეუღლემ მთელი დღე მეგობრებთან ერთად გაატარა. მან ჯერ დაქალთან ერთად ისადილა, შემდეგ სერენა უილიამსთან, ჯესიკა მალრუნისთან და ებიგეილ სპენსერთან ერთად ივახშმა.
ამის შემდეგ მეგანმა წვეულება მოაწყო, რისთვისაც ის ამერიკაში გაემგზავრა. სტუმრებს შორის იყვნენ ამალ კლუნი, სერენა უილიამსი, ტელეწამყვანი გეილ კინგი, დიზაინერი მიშა ნონუ (სწორედ მან გააცნო მეგანი ჰარის), ჯესიკა მალრუნი, სტილისტი დენიელ მარტინი, ებიგეილ სპენსერი და სხვები.
ჯესიკა მალრუნი/ ფოტო LEGION-MEDIA
ამალ კლუნი
გეილ კინგი
მიშა ნონუ
მარკლი ლონდონში გაფრინდა. პაპარაცებმა ჰერცოგინია სასტუმროდან გამოსვლის დროს შეამჩნიეს. "ქეჟუალ სტილში" გამოწყობილი ჰერცოგინია კარგა ხანია, არავის უნახავს.
დაათვალიერეთ ორსული მეგან მარკლის "ლუქები"
წყარო: peopletalk.ru
ფოტო: Getty Images; LEGION-MEDIA