სიახლე

5 ადგილი თბილისში, სადაც მეგობრებთან ერთად დროს მყუდროდ გაატარებთ

5 ადგილი თბილისში, სადაც მეგობრებთან ერთად დროს მყუდროდ გაატარებთ
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნა არ სჭირდება იმას, რომ მეგობრებთან შეხვედრა აბედნიერებს, ამხიარულებს და დადებითი ენერგიით ავსებს ქალებს, თუმცა ამის დამადასტურებელი კვლევაც გვაქვს და შეგვიძლია, ფსიქოლოგ რობინ დუნბარის სიტყვები ავუფრიალოთ მათ, ვინც შაბათ-კვირის სახლში გატარებას გვირჩევს.

„ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, თუ ის კვირაში ორჯერ ოთხ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს დროს“, - ნათქვამია ნაშრომში.

ახლა კი ოფიციალურად გვაქვს საბუთი იმისათვის, რომ ყველა მიზეზი უკანა პლანზე გადავწიოთ და დამღლელი კვირის ბოლოსთვის შეკრების ადგილების მონიშვნა დავიწყოთ:

1. Lake Station



სახლი არა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ბარი ტბის პირას, სადაც მშვიდი გარემოს გარდა, მეგრული, ბერძნული თუ მექსიკური კერძებითა და უგემრიელესი კოქტეილებით გელოდებიან. მოკლედ, თუ განსატვირთად განსხვავებულ, არასტანდარტულ ადგილს ეძებთ, ეს საუკეთესო არჩევანია. 

2. Fish and coffee house




თუ ბუნებაში ვახშმობის დანაკლისს განიცდით, მწვანეში ჩაფლული ეს ბარი უთუოდ გიხსნით ცივი ზამთრის რუტინისგან და დაგარწმუნებთ, რომ საზღვარი არც ადამიანის კრეატიულობას და არც მცენარეების ჯადოსნურობას აქვს. ამაზე რომ არაფერი ვთქვათ, გულგრილი ვერც ხიზილალის როლსებისა და გემრიელად მომზადებული კარტოფილი ფრის მიმართ დარჩებით.

3. Georgian Gallery




მშვიდი და სასიამოვნო გარემო გელოდებათ კაფე-ბარ "გალერიშიც", სადაც მეგობრებთან ერთად გემრიელად ვახშმობასაც შეძლებთ. დროის პოზიტიურად გატარებაში მიმზიდველი ინტერიერიც დაგეხმარებათ და ის თქვენი შეკრების უცვლელი ადგილი მალე გახდება.

4. ბარ-რესტორანი "როიალი"



თეთრი როიალი და კლასიკური მუსიკა თუ ისაა, რაც თქვენში ემოციების გეიზერებს იწვევს, მაშინ ამ ადგილს ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ და დარწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან, თუ აქ ერთხელ მაინც მოხვდებით, შთაბეჭდილება მუდმივად გაგყვებათ. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აქ გემრიელი კერძების იშვიათად ფართო ასორტიმენტით გელიან.


5. ECO GARDEN/ეკო გარდენი




ეს იმ საუკეთესო რესტორანთა შორისაა, სადაც კერძები, მომსახურება და გარემო თანაბრად შთამბეჭდავია. ბარის მთავარი ღირებულება სტუმრების სასიამოვნო განწყობისა და მოგონებების შექმნაზე ზრუნვაა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31