გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, წელიწადის ყველაზე ლამაზი დღესასწაულები გვიახლოვდება, რომელთა შორის დედის დღეა.
დედის დღე პირველად აღინიშნა 1908 წელს. ამ დღესასწაულის ფუძემდებელმა, ვირჯინიელმა ანა მარიე ჯარვისმა, პატივი მიაგო გარდაცვლილი დედის ხსოვნას. მისმა ამ ჟესტმა კი საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებში დედის დღის აღნიშვნას. ჩვენთან, საქართველოში დედის დღე 3 მარტს აღინიშნება. ჩვენი დედები კი, დამეთანხმებით, აუცილებლად იმსახურებენ ყურადღებასა და განსაკუთრებულ საჩუქრებს.
მაშ ასე, "მარაო" გიზიარებთ საჩუქრების 5 საუკეთესო ვარიანტს.
კედელზე, ნახატის ნაცვლად რაიმე გამამხნევებელი ფრაზა შეგიძლიათ დაბეჭდოთ და ჩარჩოში ჩასვათ. სასურველ დიზაინს მარტივად, თავადვე შეარჩევთ.
ხელოვნების მოყვარული მშობლისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა საჩუქრის შერჩევა და ამავდროულად, რთული, ვინაიდან გვინდა, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყოს. ამისათვის კი იდეალურია კედლის საათი. სასურველი ხელოვნების ნიმუშით დაპრინტული საათის ყურება ხომ, დამეთანხმებით, ნამდვილად სიამოვნებას მოჰგვრის მას.
ოთახის გაფორმებისას, განსაკუთრებით დიდი დრო კანვასით გაწყობას ეთმობა, ვინაიდან ის სახლის ბინადრის განწყობას შეესაბამება ხშირ შემთხვევაში. გამორჩეულად ფავორიტი სურათის რეალურ ტილოდ გადაქცევა კი უმარტივესია. ტილოზე გადატანილი თქვენი საყვარელი ფოტოები არა მხოლოდ გამოაცოცხლებენ ოთახის სივრცეს, არამედ განაახლებენ ინტერიერსაც.
ხის აქსესუარები პოპულარობას არასდროს კარგავს, ხის ყუთები კი აქტიურად გვხვდება როგორც სასაჩუქრე ან შესაფუთ მასალებად, ასევე სახლის დეკორაციად.
თუკი დედათქვენი მცენარეების მოყვარულია, მაშინ ეს სასაჩუქრე იდეა თქვენთვისაა. დამეთანხმეთ, ნამდვილად ორიგინალურია ხის საყვავილე, რომელიც ძალიან დიდხანს იქნება მისი ყვავილების კუთხის საიმედო თავშესაფარი.
1. ფოტოალბომი
ყველაზე გულისამაჩუყებელი საჩუქრების სიაში, დამეთანხმებით, მოწინავე პოზიციას ფოტოალბომი იკავებს, ააწყვეთ ლამაზი ფოტოალბომი დედათქვენის ახალგაზრდობის ან თქვენი საერთო ფოტოების მეშვეობით და მერწმუნეთ, არაფერია ბედნიერი დღეების გახსენებაზე სასიამოვნო, ისინი ხომ მუდამ ჩვენს მეხსიერებაშია.