„ოსკარის“ დაჯილდოების ამბებიდან ყველაზე ხმაურიანი ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას მიერ შესრულებული სიმღერა აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში ამ დრომდე მხოლოდ მათ შორის არსებულ „ქიმიაზე“ საუბრობენ. არავინ იცის, რეალურად არის თუ არა რაიმე გრძნობა მსახიობებს შორის, მეგობრობის გარდა.
პარალელურად, ყველას აინტერესებს, რამდენად გულწრფელი იყო ბრედლი კუპერის პარტნიორის, ირინა შეიკის რეაქცია, როდესაც ის ცრემლმორეული უსმენდა ლირიკულ ბალადას, შემდეგ კი ფოტორეპორტიორებმა ლედი გაგასთან მხიარულად მოსაუბრე გადაიღეს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ფიქრობენ, რომ შეიკს ეჭვიანობის სერიოზული საბაბი აქვს. გაგრძელება