სიახლე

დავით კირკიტაძე ციხეში ქორწინდება

დავით კირკიტაძე ციხეში ქორწინდება
"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე ქორ­წინ­დე­ბა. იგი ხელს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მო­ა­წერს. რო­გორც Ambebi.ge-ს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კირ­კი­ტა­ძემ მათ მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რა­ზეც თან­ხმო­ბა მი­ი­ღო. მა­თი­ვე ცნო­ბით, კირ­კი­ტა­ძე მის რჩე­ულ­თან ხელს ხვალ მო­ა­წერს.

"პრა­იმ­ტა­ი­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კირ­კი­ტა­ძის რჩე­უ­ლი 27 წლის მა­რი­ამ ახო­ბა­ძეა, რო­მე­ლიც ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრის გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით კირ­კი­ტა­ძე ვე­ლის­ცი­ხე­ში 16 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, მო­სა­მარ­თლის
გან­ჩი­ნე­ბით და­ა­კა­ვეს.

იხილეთ ფოტოები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი