სიახლე

ოფიციალური ინფორმაციით, PRODIGY-ს სოლისტმა კიტ ფლინტმა თავი მოიკლა

საშინელი ამბავი ჯგუფ The Prodigy-ს ფანებისთვის. 49 წლის ასაკში მსოფლიოში პოპულარული ჯგუფის - The Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა.

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პორტალმა Daily Mail-მ და The Sun-მა გაავრცელეს.

ცნობილი გახდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი.

ჯგუფ The Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის სიკვდილის მიზეზი გამოააშკარავეს. ლიემ ჰოულეტმა და ლიროი ტორნჰილმა განაცხადეს, რომ არტისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

The Prodigy-ს ოფიციალურ საიტზე ჯგუფის განცხადება გამოქვეყნდა:

«უდიდესი მწუხარებით ვადასტურებთ ჩვენი ძმის, კიტ ფლინტის სიკვდილს, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა».


ლიემ ჰოულეტმა
Instagram-ში დაწერა, რომ კიტის სიკვდილმა მას გული გაუტეხა:

«ეს სიმართლეა, არ მჯერა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ძმამ თავი მოიკლა. შოკში ვარ, ძალიან გაბრაზებული, დაბნეული და ჩემი გული დაიმსხვრა. მშვიდობით განისვენე.».


კიტის ცოლი, დიჯეი Mayumi Kai, იაპონიაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კიტის სხეული 4 მარტს, დილით, პოლიციამ აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში The Prodigy კონცერტს კიევში გეგმავდა.

წყარო: viva.ua

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი