საშინელი ამბავი ჯგუფ The Prodigy-ს ფანებისთვის.
49 წლის ასაკში მსოფლიოში პოპულარული ჯგუფის - The Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პორტალმა Daily Mail-მ და The Sun-მა გაავრცელეს.
ცნობილი გახდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი.
ჯგუფ The Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის სიკვდილის მიზეზი გამოააშკარავეს. ლიემ ჰოულეტმა და ლიროი ტორნჰილმა განაცხადეს, რომ არტისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
The Prodigy-ს ოფიციალურ საიტზე ჯგუფის განცხადება გამოქვეყნდა:
«უდიდესი მწუხარებით ვადასტურებთ ჩვენი ძმის, კიტ ფლინტის სიკვდილს, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა».
ლიემ ჰოულეტმა Instagram-ში დაწერა, რომ კიტის სიკვდილმა მას გული გაუტეხა:
«ეს სიმართლეა, არ მჯერა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ძმამ თავი მოიკლა. შოკში ვარ, ძალიან გაბრაზებული, დაბნეული და ჩემი გული დაიმსხვრა. მშვიდობით განისვენე.».
კიტის ცოლი, დიჯეი Mayumi Kai, იაპონიაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ კიტის სხეული 4 მარტს, დილით, პოლიციამ აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში The Prodigy კონცერტს კიევში გეგმავდა.
წყარო: viva.ua