სიახლე

ექსკლუზიური შეთავაზებები ცნობილ კოსმეტიკურ ბრენდებზე ჯპს-სგან - სააფთიაქო ქსელმა გაზაფხულის დადგომა აღნიშნა

გაზაფხულის პირველი დღე, ფრანგული სურნელი თბილისში, საჩუქრები და სიურპრიზები - ასე აღნიშნა ჯპს-ის სააფთიაქო ქსელმა გაზაფხულის დადგომა და პეკინის ქუჩაზე მდებარე ფილიალში, ფრანგულ წვეულებაზე დაპატიჟა სტუმრები.
გაზაფხულის დღესასწაულებზე ჯპს-ის მომხმარებლები კოსმეტიკის რჩეული ბრენდების სრულ ასორტიმენტს 20-50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ასევე, ჯპს-მ თავის მომხმარებელს ის სიახლეც შესთავაზა, რომ ბრიტანული N1 მშრალი შამპუნის ბრენდი „ბატისტე“ უკვე ჯპს-ს სააფთიაქო ქსელშია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს პარიზული პერფორმანსი, გემრიელი ფრანგული ტკბილეული და სახალისო ფოტოსესია ელოდათ.

ჯპს-ს სილამაზის ზონაში სტუმრებმა კონსულტანტებისგან მიიღეს ინფორმაცია
აქციებზე და იმ ევროპულ ბრენდებზე, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში უკვე წლებია ჯპს-ს ქსელია.

საღამოს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, „მის საქართველო“ ირინა ონაშვილი, რომელმაც AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მისთვის თავის მოვლა ჯპს-სთან ასოცირდება.

“ჯპს-ს ყოველი ღონისძიება ძალიან მიყვარს, რადგან ვიცი, რომ არის უამრავი საჩუქარი, პერფორმანსები, საინტერესო ადამიანები. ყოველთვის ისეთ ადამიანებს ეპატიჟებიან, რომელთა ნახვაც გიხარია. რაც მთავარია, ახლა გაზაფხულთან ასოცირდება ეს ყველაფერი, ახალი ეტაპის დაწყებასთან. გაპრანჭვა, გალამაზება და თავის მოწესრიგება ყოველთვის ჯპს-სთან ასოცირდება, რადგან აქ თავის მოვლის არაჩვეულებრივი ბრენდებია წარმოდგენილი. მე ყოველთვის აქ შევდივარ, რადგან ვიცი, რომ ერთ სივრცეში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის აუცილებელია და მჭირდება” - აღნიშნა ონაშვილმა.


ჯპს-ს კომუნიკაციების მენეჯერის, თეა ჯავახიშვილის თქმით, ღონისძიებაზე მიიწვიეს კონკრეტულად პეკინის აფთიაქის (#11) ერთგული მომხმარებლები. „ტრადიციულად, ჯპს საგაზაფხულო აქციებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ეს მოიცავს ფასდაკლებას ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ბრენდებზე. ასევე, სასაჩუქრე აქციებს, რაც უხვად არის წარმოდგენილი ყველა ბრენდში, რომელიც ჯპს-ს ექსკლუზივია საქართველოში. ასეთებია „ლიერაკი“, “ნუქსი”, „ფიტო“, „კრისტიან ბრეტონი“, „დოქტორ რენო“. შენაძენებს მოჰყვება საჩუქრებიც.


გვქონდა ლამაზი საღამო, ფურშეტი, მუსიკა და რა თქმა უნდა, გათამაშებაც. გათამაშება ძალიან ორიგინალური იყო: უამრავი ბუშტიდან სამში მომგებიანი ფურცლები იყო. ასე რომ, სამმა იღბლიანმა მომხმარებელმა მოიგო ჩვენი ექსკლუზიური ბრენდების ნაკრები. მოწვეული სტუმრებიდან კი ყველა დავასაჩუქრეთ“ - განაცხადა თეა ჯავახიშვილმა.

კონსულტანტმა მარიამ ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ჯპს-ს პეკინის ფილიალში ღონისძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი, აღფრთოვანებულები შეხვდნენ ამ საჩუქრებს. ამხელა გამოხმაურებასაც არ ველოდი. პეკინის ფილიალში ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელთათვის ფასეული და მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქცია, თავის მოვლის საშუალებები“, - გვითხრა მარიამ ჩიხლაძემ.


ჯპს-მ, რომელიც უკვე 24 წელია ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, პირველმა დაიწყო კოსმეტიკის მიმართულების განვითარება სააფთიაქო ბაზარზე და შემოიტანა თავის მოვლის პროდუქტები სააფთიაქო ქსელში. ის წამყვანი ფრანგული თუ გერმანული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და ასორტიმენტი მოიცავს 20-მდე რჩეულ ბრენდს.

R
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი