გაზაფხულის პირველი დღე, ფრანგული სურნელი თბილისში, საჩუქრები და სიურპრიზები - ასე აღნიშნა ჯპს-ის სააფთიაქო ქსელმა გაზაფხულის დადგომა და პეკინის ქუჩაზე მდებარე ფილიალში, ფრანგულ წვეულებაზე დაპატიჟა სტუმრები.
გაზაფხულის დღესასწაულებზე ჯპს-ის მომხმარებლები კოსმეტიკის რჩეული ბრენდების სრულ ასორტიმენტს 20-50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ასევე, ჯპს-მ თავის მომხმარებელს ის სიახლეც შესთავაზა, რომ ბრიტანული N1 მშრალი შამპუნის ბრენდი „ბატისტე“ უკვე ჯპს-ს სააფთიაქო ქსელშია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს პარიზული პერფორმანსი, გემრიელი ფრანგული ტკბილეული და სახალისო ფოტოსესია ელოდათ.
ჯპს-ს სილამაზის ზონაში სტუმრებმა კონსულტანტებისგან მიიღეს ინფორმაცია აქციებზე და იმ ევროპულ ბრენდებზე, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში უკვე წლებია ჯპს-ს ქსელია.
საღამოს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, „მის საქართველო“ ირინა ონაშვილი, რომელმაც AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მისთვის თავის მოვლა ჯპს-სთან ასოცირდება.
ჯპს-ს კომუნიკაციების მენეჯერის, თეა ჯავახიშვილის თქმით, ღონისძიებაზე მიიწვიეს კონკრეტულად პეკინის აფთიაქის (#11) ერთგული მომხმარებლები. „ტრადიციულად, ჯპს საგაზაფხულო აქციებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ეს მოიცავს ფასდაკლებას ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ბრენდებზე. ასევე, სასაჩუქრე აქციებს, რაც უხვად არის წარმოდგენილი ყველა ბრენდში, რომელიც ჯპს-ს ექსკლუზივია საქართველოში. ასეთებია „ლიერაკი“, “ნუქსი”, „ფიტო“, „კრისტიან ბრეტონი“, „დოქტორ რენო“. შენაძენებს მოჰყვება საჩუქრებიც.
გვქონდა ლამაზი საღამო, ფურშეტი, მუსიკა და რა თქმა უნდა, გათამაშებაც. გათამაშება ძალიან ორიგინალური იყო: უამრავი ბუშტიდან სამში მომგებიანი ფურცლები იყო. ასე რომ, სამმა იღბლიანმა მომხმარებელმა მოიგო ჩვენი ექსკლუზიური ბრენდების ნაკრები. მოწვეული სტუმრებიდან კი ყველა დავასაჩუქრეთ“ - განაცხადა თეა ჯავახიშვილმა.
კონსულტანტმა მარიამ ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ჯპს-ს პეკინის ფილიალში ღონისძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჯპს-მ, რომელიც უკვე 24 წელია ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, პირველმა დაიწყო კოსმეტიკის მიმართულების განვითარება სააფთიაქო ბაზარზე და შემოიტანა თავის მოვლის პროდუქტები სააფთიაქო ქსელში. ის წამყვანი ფრანგული თუ გერმანული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და ასორტიმენტი მოიცავს 20-მდე რჩეულ ბრენდს.
R