სიახლე

საჩუქრები, რომლებიც ქალს ყველაზე მეტად გაუხარდება

საჩუქრები, რომლებიც ქალს  ყველაზე მეტად გაუხარდება
შეურჩიო ღირსეული საჩუქარი საყვარელ ქალს, დედას, დას ან მეგობარს - ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ნამდვილად არ არის მარტივი.

ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე პრაქტიკული და ქალებისთვის მუდამ სასურველი საჩუქარი, რომელიც ნებისმიერ ქალს ძალიან გაუხარდება.


1. Caudalie- Thé des Vignes-ის სუნამო

Image result for women, perfume gif

კარგი სუნამო არასოდესაა ზედმეტი. მთავარია, სურნელი სწორად შეარჩიო. Caudalie- Thé des Vignes-ის სუნამოს მომაჯადოებელი არომატი აქვს. ზედა ნოტებს ჟასმინის ჩაი და აფრიკული ფორთოხლის ყვავილი ქმნის. შუა ნოტებს - ჯინჯერი, ყურძენი
და ნეროლა. ბაზისურ ნოტს კი - ხის მერქნის და თეთრი მუშკის არომატი.



2. ESTHEDERM Intensif Spiruline Concentrated and Cream - სახის კრემი და შრატი სპირულინას ინტენსიური შემცველობით

Image result for woman,  face cream   gif
რომელ ქალს არ გაუხარდება ხარისხიანი სახის კანის მოვლის საშუალებები? სახის კრემი და შრატი სპირულინას ინტენსიური შემცველობით გამოიყენება სახის კანის მოვლისთვის: ძლიერი სტრესისა დადაღლილობის ნიშნების მოსახსნელად. ასევე, დიეტის დროს, სოლარიუმის შემდეგ.

სპირულინა - ეს არის წყალმცენარე, რომელიც კანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის 220 კომპონენტს შეიცავს. მასში თავმოყრილია ვიტამინები, პროტეინები, ოლიგოელემენტები, მინერალები და სხვა მრავალი სასარგებლო კომპონენტი.



3. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო და კანის ფერის გასათანაბრებელი ნაკრები

Image result for woman,  gift box gif
ნაკრები VINOPERFECT Caudalie განკუთვნილია პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო
და კანის ერთგვაროვანი ფერის შესანარჩუნებლად.



(მაუსის ისრით "დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ღილაკებს)

4. სახის კრემი ნუტრი - იდეალური მკვებავი კოქტეილი ნორმალური და მშრალი კანისათვის


ნუტრი სისტემაში შემავალი 8 ვიტამინი, 5 მინერალი, ომეგა 3 და ომეგა 6 კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს. აბალანსებს კანის ზედაპირის ეკოსისტემას. უზრუნველყოფს უჯრედების სასიცოცხლო ფუნქციების გაუმჯობესებას.

5. სებამედის ნაოჭების საწინააღმდეგო Q10 ნაკრები



იდეალური საჩუქარია დედისთვის. დაახლოებით 32%-ით ამცირებს ნაოჭებს 28 დღის განმავლობაში. კოეზინ Q10 მნიშვნელოვანი კატალიზატორია, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების აქტივაციას უჯრედულ დონეზე, რომელთა სიჩქარე მცირდება 30 წლის ასაკიდან.აქტიური ინგრედიენტების კომპლექსი შეიცავს ფიტოპეპტიდებს და განაპირობებს ინტენსიურ დატენიანებას. ავოკადოს და ნუშის ზეთები კვებავს კანს. ანიჭებს მას ელასტიკურობას და სიგლუვეს.

ნაკრების შემადგენლობაშია:

  1. სახის კრემი Q10 24-საათიანი მოქმედებით
  2. თვალის კრემი Q10
  3. სხეულის დამატენიანებელი Q10ლოსიონი

6. ზიაიას შოკოლადის ნაკრები

შესანიშნავი საჩუქარია ყველა ქალისთვის 12 წლის ასაკიდან. ნაკრებში შემავალი სამივე პროდუქტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შერჩევას, რადგან განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

შოკოლადის ნაკრების შემადგენლობა:



ხელის კრემი შოკოლადი

ხელისა და ფრჩხილის კრემი ატენიანებს, იცავს და კვებავს კანს, ამაგრებს ფრჩხილებს. აქვს შოკოლადის სასიამოვნო სურნელი.

ტანის ლოსიონი შოკოლადი

გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის 12 წლის ასაკიდან. კვებავს და ატენიანებს კანს. დამზადებულია კაკაოს ცხიმზე, აქვს შოკოლადის სასიამოვნო არომატი. შეიცავს ვიტამინ E-ს, OMEGA-3-ს, OMEGA-6-ს.


შხაპ-გელი შოკოლადი

განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. არ შეიცავს საპონს. სათუთად ასუფთავებს კანს და ამასთანავე, იცავს მას გამოშრობისგან. აქვს შოკოლადის სასიამოვნო სურნელი.

ფასი 19,55 ლარი - (ფასდაკლება-15%)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ირნე
ამდენი შესანიშნაობა ერთად არ მინახავს!
14:43 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30