5 მარტს ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, ხელის მოწერის ცერემონია გაემართათ, ამის შემდგომ კი, უკვე ცოლ-ქმრის ოფიციალური სტატუსით, სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნეს რამდენიმე სასიამოვნო კადრი წარწერით "Officially Married".
როგორც ჩანს, წყვილმა, რომელმაც გასული წლის 11 ნოემბერს იქორწინა, ამ მნიშვნელოვანი დღის გაზაფხულისთვის გადადება გადაწყვიტა და გულშემატკივრებს საკუთარი ბედნიერება კიდევ ერთხელ გაუზიარა.
რაც შეეხება მათ ჩაცმულობას, ცერემონიისთვის ნანუკამ, რომელიც ცნობილი მოდელი და ბლოგერი გახლავთ, ნაზი, დახვეწილი კაბა შეარჩია.