სიახლე

ათწლეულის ევოლუცია - Samsung Galaxy S10 უკვე საქართველოშია

ათწლეულის ევოლუცია - Samsung Galaxy S10  უკვე საქართველოშია
"სამ­სუნ­გის" ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლე­სი Galaxy S10 სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში წა­რად­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას პარტნი­ო­რი ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბლო­გე­რე­ბი, მე­დია და Galaxy-ს ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. სტუმ­რებ­მა მო­ის­მი­ნეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ად­გილ­ზე და­ტეს­ტეს უახ­ლე­სი ფლაგ­მა­ნე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­თა­მა­შე­ბა­ში, სა­დაც მთა­ვა­რი პრი­ზი სწო­რედ Galaxy S10 იყო.

Galaxy S სე­რი­ის პირ­ვე­ლი სმარ­ტფო­ნის გა­მო­ჩე­ნი­დან ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, 20 თე­ბერ­ვალს Samsung Electrinics-მა მსოფ­ლი­ოს Galaxy S10 სე­რი­ის ახა­ლი ფლაგ­მა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მო­ბი­ლუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ დე­კა­დას. პრე­მი­ა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია -
ძი­რი­თა­დი მო­დე­ლი Galaxy S10, გაზ­რდი­ლი ზო­მის მო­დე­ლი Galaxy S10+ -მათ შო­რის, კე­რა­მი­კუ­ლი კორ­პუ­სით და 1 TB შიდა მეხ­სი­ე­რე­ბით, Galaxy S10e კომ­პაქ­ტუ­რი კორ­პუ­სი­თა და ბრტყე­ლი ეკ­რა­ნით.

დღეს ეს სმარ­ტფო­ნე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ყიდ­ვე­ბი 8 მარ­ტი­დან იწყე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს Galaxy S10|S10+|S10e "სამ­სუნგ ელექტრო­ნიქ­სის" ბრენდ მა­ღა­ზი­ა­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის ("ალ­ტა­ო­ქეი", "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი", "მეტ­რო მარ­ტი", "მაგ­თი", "არაი-სმა­ი­ლი") მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

"სამ­სუნ­გის" მო­ბი­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი შოთა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი ყვე­ლას ურ­ჩევს, სმარ­ტფო­ნე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მით შე­ი­ძი­ნონ.

„დღეს ჩვენ წარ­მო­გიდ­გი­ნეთ "სამ­სუნ­გის" ახა­ლი ფლაგ­მა­ნე­ბი. უახ­ლეს მო­დე­ლებ­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია, ეს არის ათწლე­უ­ლის ევო­ლუ­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია მათი სრუ­ლი­ად ახა­ლი დი­ზა­ი­ნი, სი­ნე­მა­ტი­კუ­რი ეკ­რა­ნით. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია პირ­და­პირ ეკ­რან­ში და ეკ­რა­ნი შე­ად­გენს მთე­ლი კორ­პუ­სის 90%-ს, რა დრო­საც თით­ქმის გამ­ქრა­ლია ჩარ­ჩო­ე­ბი. პირ­ვე­ლად სმარ­ტფო­ნე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში, გვაქვს ეკ­რან­ში არ­სე­ბუ­ლი ულტრაბ­გე­რი­თი თი­თის სკა­ნე­რი, რო­მე­ლიც ახ­დენს ანა­ბეჭ­დის 3D მო­დე­ლი­რე­ბას და მის გა­ყალ­ბე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის.

"სამ­სუნ­გი" აგ­რძე­ლებს ლი­დე­რო­ბას სმარ­ტფო­ნე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში და უახ­ლეს ფლაგ­მა­ნებ­ში გვხვდე­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კა­მე­რა. Galaxy S10, S10+ ს აქვს 3 ძი­რი­თა­დი კა­მე­რა. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ფუნ­ქცია აქვს:

*ფარ­თო­კუ­თხო­ვა­ნი ლინ­ზა, დი­აფ­რაგ­მის მოძ­რა­ვი მე­ქა­ნიზ­მით და ორ­მა­გი პიქ­სე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით. იღებს იდე­ა­ლურ სუ­რათს ღა­მით და აქვს ძა­ლი­ან სწრა­ფი ფო­კუ­სი;

*ტე­ლე­ფო­ტო ტი­პის ლინ­ზა, იდე­ა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი­სათ­ვის ფო­ნის გა­ბუნ­დოვ­ნე­ბით და ოპ­ტი­კუ­რი მო­ახ­ლოე­ბი­სათ­ვის ხა­რის­ხის და­კარ­გვის გა­რე­შე;

*ულტრა გა­ნი­ე­რი ლინ­ზა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ლა­მა­ზი პე­ი­ზა­ჟე­ბი­სათ­ვის ან ჯგუ­ფუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სათ­ვის. იდე­ა­ლუ­რია მოვ­ლე­ნის აღ­სა­ბეჭ­დად ვი­დეოგა­და­ღე­ბით.

ფრონ­ტა­ლურ კა­მე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, აქაც გვაქვს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი. Galaxy S10 მო­დე­ლე­ბი პირ­ვე­ლია, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ 4K (UHD) რე­ზო­ლუ­ცი­ის ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რით. Galaxy S10 მო­დე­ლე­ბის ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რა აღ­ჭურ­ვი­ლია Dual Pixel ტექ­ნო­ლო­გი­ით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ ფო­კუ­სი­რე­ბას და მკვეთრ სელ­ფის.

მომ­ხმა­რე­ბელს ვურ­ჩევ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ოფი­ცი­ა­ლურ ჰო­ლოგ­რა­მას, რად­გან მხო­ლოდ მათ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ერ­თონ სხვა­დას­ხვა აქ­ცია­ში, ისარ­გებ­ლონ ფას­დაკ­ლე­ბე­ბით, მი­ი­ღონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი და გა­რან­ტია "სამ­სუნგ ელექტრო­ნიქსში“ - გა­ნა­ცხა­და შოთა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლმა.



ეფექ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის გარ­და, Galaxy S10-ის ეკ­რა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ აქვს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ხა­რის­ხი: ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სიმ­კვეთ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 2K+ რე­ზო­ლუ­ცია, Dynamic AMOLED ტექ­ნო­ლო­გია და ასე­ვე, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, HDR10+ის მხარ­და­ჭე­რა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­ლი­არ­დზე მეტი ფე­რის გად­მო­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მუდ­მი­ვად ფე­რე­ბის გრა­და­ცი­ის კო­რექ­ტი­რე­ბას.

Galaxy S10 მო­დე­ლებ­ში Samsung Electronics-ი გპირ­დე­ბათ 24-სა­ა­თი­ან მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გვაძ­ლევს: დიდი ზო­მის აკუ­მუ­ლა­ტო­რი, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი ახა­ლი თა­ო­ბის პრო­ცე­სო­რი, გო­ნი­ე­რი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და გაგ­რი­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

Galaxy S10 მო­დე­ლებს აქვთ ენერ­გი­ის უსა­დე­ნოდ გა­ცე­მის ფუნ­ქცია. ამ ფუნ­ქცი­ის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უბ­რა­ლოდ უნდა და­ა­დოთ თქვენს სმარ­ტფონს სხვა სმარ­ტფო­ნი, სმარტ სა­ა­თი ან უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი და ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ ენერ­გი­ას თქვე­ნი Galaxy S10-დან.



"ათი წლის წინ, პირ­ვე­ლი მო­დე­ლის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე Galaxy S სე­რია პრე­მი­ა­ლუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის სახე გახ­და და მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობ­და წარ­მო­უდ­გე­ნელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად მათ­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი - Galaxy S10 ეფუძ­ნე­ბა S სე­რი­ის მდი­დარ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ასა­ხავს ინო­ვა­ცი­ებს ეკ­რა­ნის, კა­მე­რი­სა და მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ოთხი პრე­მი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი გან­კუთ­ვნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს Samsung-ს, გა­აძ­ლი­ე­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სმარ­ტფო­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახა­ლი ეპო­ქის გახ­სნით“, - გა­ნა­ცხა­და DJ Koh-მ Samsung Electronics-ის პრე­ზი­დენ­ტმა და IT და მო­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Galaxy S10|S10+|S10e სმარ­ტფო­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ყიდ­ვა ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

(R)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30