საკმაოდ დაძაბული თვის შემდეგ, რომელიც გადატვირთული იყო როგორც ოჯახის გარშემო დატრიალებული სკანდალებით, ისე სამოდელო სფეროში მიმდინარე უამრავი ჩვენებით, რომლებშიც ირინა შეიკმა მიიღო მონაწილეობა, 33 წლის სუპერმოდელმა გადაწყვიტა, განტვირთვის დღე მოეწყო და მაიამის სანაპიროს მიაშურა.
უცნაურია, მაგრამ ირინა მარტო გამოჩნდა და მას მხარს არათუ მეუღლე, არამედ არც ახლო მეგობრები უმშვენებდნენ.
თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მზის სხივებით დამტკბარიყო და შესანიშნავი რუჯი კიდევ უფრო თვალისმომჭრელი გაეხადა.