სიახლე

54 წლის მონიკა ბელუჩი 36 წლის მიჯნურს აღარ მალავს - ვინ არის მისი რჩეული (ფოტო+ვიდეო)

54 წლის მონიკა ბელუჩი 36 წლის მიჯნურს აღარ მალავს - ვინ არის მისი რჩეული (ფოტო+ვიდეო)
ცოტა ხნის წინ ვწერდით ვენსან კასელის შესახებ, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა ახალგაზრდა მეუღლისგან. როგორც ჩანს, მისი ყოფილი ცოლი, მსოფლიოს ულამაზესი ქალი მონიკა ბელუჩიც აღარ აპირებს ახალი ურთიერთობების დამალვას. პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთ სიურპრიზად იქცა მონიკასა და მისი რჩეულის ერთად გამოჩენა.
ამ რომანზე ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში ალაპარაკდნენ და რამდენიმე პაპარაცული ფოტოც გავრცელდა. საზოგადოებისთვის ოფიციალურად მის წარდგენას ან საჯაროდ ერთად გამოჩენას მონიკა აქამდე ერიდებოდა.

ახლა კი მის გვერდით ხელჩაკიდებული წარდგა და კამერებთანაც იპოზიორა.

მონიკას რჩეული ნიკოლას
ლეფევრია, სამხატვრო გალერეის მფლობელი. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებს.

ნიკოლასს საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს და მონიკას თაყვანისმცემლების მოწონებაც დაიმსახურა. ჩანს, მონიკაც ბედნიერია მის გვერდით.

დაათვალიერეთ ფოტოები და უყურეთ ვიდეოს



როგორ შეიცვალა მონიკა ბელუჩი 1-დან 53 წლამდე (ვიდეო)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30